Thumbnail

მოგება სამ სეტში - კალაშნიკოვა კრემლის თასის მეოთხედფინალშია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კალაშნიკოვა/კატო 6:1, 4:6, 10:7 სანტამარია/ლეშემია
  • 1/4 ფინალში ქართულ-იაპონური დუეტი ერთ-ერთ ფავორიტ წყვილს ხვდება

ოქსანა კალაშნიკოვა მოსკოვში WTA-ის ტურნირის, "კრემლის თასის" 1/4 ფინალშია. 31 წლის ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც წყვილთა თანრიგში მსოფლიოს 82-ე ჩოგანია, რუსეთში იაპონელ მიუ კატოსთან ერთად თამაშობს. 

ქართულ-იაპონური დუეტი 1/8 ფინალში საბრინა სანტამარიასა (აშშ) და ელიქსან ლეშემიას (საფრანგეთი) წყვილს დაუპირისპირდა და სამ სეტში გაიმარჯვა - 6:1, 4:6, 10:7. მატჩი საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. 21 ოქტომბერს კალაშნიკოვა და კატო 1/4 ფინალში ტურნირზე მე-3 ნომრად განთესილებს მარი ბუჟკოვასა (ჩეხეთი) და ლუსი ჰრადეჩკას (ჩეხეთი) შეხვდებიან. 

ოქსანა კალაშნიკოვას კარიერის განმავლობაში საპრიზო ფონდის სახით $947 776 აქვს მოგებული, ძირითადად წყვილთა თანრიგში ასპარეზობით. WTA-ის ეგიდით ოქსანას 4 ტიტული აქვს მოგებული. 

კომენტარები

ბოლო ამბები