Thumbnail
  • 📅 20 ოქტომბერი | 🏟 ოლდ ტრაფორდი | ⌚ 23:00 | ⚽ იუნაიტედი V ატალანტა
  • სულშერს ატალანტასთან აუცილებლად მოგება სჭირდება
  • ატალანტა 'ოლდ ტრაფორდზე' პირველად ითამაშებს 
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფის მე-3 ტურში მანჩესტერ იუნაიტედსა და ატალანტას შორის მნიშვნელოვანი დაპირისპირება გაიმართება. ეს ორი გუნდი ერთმანეთს აქამდე არასდროს შეხვედრია - იტალიელები "ოლდ ტრაფორდზე" პირველად ითამაშებენ.

ამ ჯგუფში 2 ტურის შემდეგ დაძაბული სიტუაციაა. პირველ ადგილზე ატალანტაა 4 ქულით, მეორე და მესამე ადგილზე იანგ ბოისი და მანჩესტერ იუნაიტედია 3-3 ქულით, ბოლოზე კი ვილიარეალია 1 ქულით.

ოლე გუნარ სულშერს ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი აკრიტიკებს. გულშემატკივრების დიდი ნაწილი მისი გუნდიდან გაშვებასაც ითხოვს. ამის ფონზე, ნორვეგიელი სპეციალისტისთვის შინ ატალანტას დამარცხება და 3 ქულის მოპოვება უმნიშვნელოვანესია, მით უმეტეს, რომ ვილიარეალთან გამარჯვება კრიშტიანო რონალდოს გოლით ბოლო წუთზე შეძლეს, თორემ ახლა გაცილებით მძიმე სიტუაციაში იქნებოდნენ.

ატალანტას დიდი დანაკლისი აქვს. გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან: რობინ გოზენსი, მატეო პესინა, რაფაელ ტოლოი, ბერატ ჯიმსიტი და ჰანს ჯატებური. ამხელა დანაკლისის ფონზე, იტალიური გუნდისთვის ალბათ, დამაკმაყოფილებელი შედეგად ფრეც ჩაითვლება.

არასტაბილურად და ცუდად გამოიყურება სულშერის გუნდი. "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 5 მატჩიდან, მხოლოდ ერთი მოიგეს (ბოლო წუთზე ვილიარეალთან), ხოლო ატალანტამ ბოლო 5 დაპირისპირებიდან 3-ში გამარჯვება იზეიმა. ამას ემატება ისიც, რომ ინგლისელებმა ბოლო შეხვედრა ლესტერთან 2:4 დათმეს, ხოლო ატალანტას შემდეგ ძალიან რთული შეხვედრები ელით (ლივერპულთან, ტოტენჰემთან, ისევ ატალანტასთან და შემდეგ მანჩესტერ სიტისთან).

საინტერესო ფაქტები

⚽ მანჩესტერ იუნაიტედი და ატალანტა ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან.

⚽ ოლე გუნარ სულშერის გუნდმა ბოლო 5 მატში, მხოლოდ 1 მოიგო.

⚽ ჯან პიერო გასპერინის გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ში გამარჯვების მოპოვება შეძლო.

⚽ ატალანატას ბოლო 10 შეხვედრიდან 7-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო 10 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ შეძლეს კარის მშრალად შენახვა.

⚽ ჩემპიონთა ლიგაზე იუნაიტედის ბოლო 9 მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ინგლისურმა გუნდმა ბოლო 10 დაპირისპირებიდან მხოლოდ 2-ში ვერ შეძლო გოლის გატანა (ასტონ ვილასთან და ვესტ ჰემთან).

⚽ იტალიელებმა ბოლო 10 შეხვედრიდან, მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლეს გოლის გატანა (ბოლონიასთან).

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, დალოტი, ლინდელიოფი, მაგუაირი, შოუ - მაკტომინეი, ფრედი - ფერნანდესი, გრინვუდი, რაშფორდი - რონალდო.
ტრავმა: ვარანი, დიალო (?), მარსიალი (?), კავანი (?).

ატალანტა (3-4-2-1): მუსო - ლოვატო, პალომინო, დემირალი - ზაპაკოსტა, ფროილერი, დე როონი, მეჰლე - პაშალიჩი, მალინოვსკი - საპატა.
ტრავმა: გოსენსი, პესინა, ტოლოი, ჯიმსიტი, ჰატებური. 

კომენტარები

ბოლო ამბები