Thumbnail

DOTA 2 | The International 10-ის გამარჯვებული Team Spirit გახდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • კიბერსამყაროში რეკორდული საპრიზო ფონდი გათამაშდა
  • მაყურებელმა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფინალი იხილა
  • რუსულმა ორგანიზაციამ 18 მილიონი დოლარი მიიღო

DOTA 2 The International-ის გამარჯვებული რუსული ორგანიზაცია Team Spirit გახდა, რომელმაც სენსაცია მოახდინა და ფინალურ შეხვედრაში ტურნირის მთავარი ფავორიტი PSG.LGD ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

ჩემპიონი გუნდისთვის პლეი ოფის საწყისი მატჩი წარუმატებელი გამოდგა. ისინი პირველივე რაუნდში Invictus Gaming-თან დამარცხდნენ და Lower Bracket R2-ის ფორმატით გააგრძელეს ასპარეზობა. ასეთი არადამაჯერებლი სტარტის შემდეგ, ის, რაც შემდგომში მოხდა, რთული წარმოსადგენი იყო, თუმცა Team Spirit ბრწინვალედ ათამაშდა.

ჯერ მათ Fnatic-ის ბარიერი ზედმეტი დაბრკოლებების გარეშე გადალახეს, შემდეგ კი წინა ორი Internaional-ის გამარჯვებელი და ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი OG გამოთიშეს ასპარეზობას. გზად მათთვის ძალიან ნაცნობ ორგანიზაციას Virtus.pro-საც შეხვდნენ, რომელთანაც რთულ შეხვედრაში გამარჯვება იზეიმეს და Lower Bracket-ის მეხუთე რაუნდში Invictus Gaming-ის წინააღმდეგ რევანშის შესაძლებლობა მიიღეს. Team Spirit-მა ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა, რის შემდეგაც გრანდ ფინალში გასასვლელად ერთი შეხვედრა რჩებოდა. მომავალმა ტრიუმფატორმა Team Secret-თანაც დომინანტური სტილი შეინარჩუნა და ფინალის საგზური დამაჯერებლად მოიპოვა.

The International-ის ისტორიაში მაყურებელმა ერთ-ერთი საუკეთესო და დრამატული ფინალი იხილა. PSG.LGD V Team Spirit. ამ წყვილში უდავო ფავორიტად ჩინური ორგანიზაცია მოიაზრებოდა, რომელმაც ჯერ ჯგუფური ეტაპი და შემდეგ პლეიოფი ერთი ამოსუნთქვით გაიარა. ფინალურ შეხვედრაში საწყისი ორი პარტია Team Spirit-მა მოიგო და ჩემპიონობას ერთ ნაბიჯამდე მიუახლოვდა, თუმცა ფავორიტი გუნდი გამოფხიზლდა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. ფსიქოლოგიური უპირატესობა აზიელების მხარეს იყო, მაგრამ Team Spirit-ის ხუთეულმა ხასიათის სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. მეხუთე შეხვედრაში თამაშით ისინი სიამოვნებას იღებდნენ, რამაც საბოლოო შედეგი - ისტორიული გამარჯვება მოიტანა. 

Team Spirit 2011 წლის შემდეგ პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ყოფილი საბჭოეთის რეგიონიდან ჩემპიონობა იზეიმა. პირველად მსგავსი შედეგი Na’Vi-მ დააფიქსირა. ჩემპიონმა გუნდმა 18 მილიონ 200 ათასი დოლარი მიიღო, გამარჯვება კი მათ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაც მიულოცა.

ტურნირის საპრიზო ფონდნმა წელს რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 40 მილიონ დოლარს შეადგენდა. International-ის ისტორიაში მოგებული საპრიზო თანხით ჩინეთი ლიდერობს, რომელმაც 2011-დან 2021 წლამდე 52 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა, მეორე ადგილზე რუსეთია, მესამეზე კი - ფინეთი. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები