Thumbnail

რონალდ კუმანი: ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე საუბარი არანორმალურია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

ესპანური ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში კლუბის შანსებზე ისაუბრა. სავარაუდოა, რომ მისი განცხადება ამბიციურ კატალონიელ ქომაგებს ნამდვილად არ მოეწონებოდათ.

 “გუნდისგან ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ნახევარფინალში ან მეოთხედფინალში გასვლის მოთხოვნა არანორმალურია. უბრალოდ, აქცენტი მატჩების მოგებაზე უნდა გავაკეთოთ. ამდენად, მხოლოდ ყოველ მომდევნო თამაშზე ვფიქრობ. ტურნირზე ისეთი გუნდები თამაშობენ, რომელთაც განაცხადში 23-ვე ფეხბურთელი სხვადასხვა ნაკრებებიდან ჰყავთ. მათ ეკონომიკური სიტუაციაც გაცილებით უკეთესი აქვთ. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. ცხადია, კონკურენციის გაწევა ყველასთვის შეგვიძლია, თუმცა, ტიტულის მოგებაზე საუბარი, იმის გათვალისწინებით, რა დონის მეტოქეები გვყავს, არასწორად მიმაჩნია”.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ძალიან წარუმატებლად დაიწყო. კუმანის გუნდმა როგორც ბაიერნთან, ასევე ბენფიკასთან 0:3 წააგო და E ჯგუფში ბოლო ადგილი უკავია. ესპანური გრანდი მომდევნო შეხვედრას 20 ოქტომბერს, შინ, კიევის დინამოსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები