Thumbnail

'მბაპეს დემბელე ამჯობინეს' - ბარტომეუმ საინტერესო ამბავი გაიხსენა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მათი აზრით, ის მინდორზე მეტ სივრცეებს ქმნიდა'
  • ბარსელონას ექს-პრეზიდენტმა მწვრთნელების უცნაურ არჩევანზე ისაუბრა

ესპანური ბარსელონას ყოფილმა პრეზიდენტმა ხოსეპ ბარტომეუმ საინტერესო განცხადება გააკეთა. როგორც ირკვევა, მისი ხელმძღვანელობის დროს ბარსა ფრანგი ვარსკვლავის კილიან მბაპეს ტრანსფერს განიხილავდა, თუმცა, საბოლოოდ, არჩევანი უსმან დემბელეზე შეაჩერა.

“მის გადმოსვლას ნამდვილად განვიხილავდით და ეს, საკმაოდ რეალურიც იყო. სხვა საქმეა, რომ მწვრთნელებმა მბაპეს დემბელე ამჯობინეს. მათი აზრით, ის მინდორზე მეტ სივრცეებს ქმნიდა”, - აღნიშნა ბარტომეუმ.

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ დემბელე 2017 წელს დორტმუნდის ბორუსიადან გადაიყვანა, იმავე წელს კი, მბაპე მონაკოდან პსჟ-მ გადაიბირა. ამ დროისთვის, პირველის სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევროა, მეორის კი – 160 მილიონი.

კომენტარები

ბოლო ამბები