Thumbnail

სკანდალი გრძელდება! მსოფლიო რაგბი რუმინეთისა და ესპანეთის სარჩელს განიხილავს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პირველ ივნისს მსოფლიო რაგბი რუმინეთისა და ესპანეთის საკითხზე იმსჯელებს
  • რას გადაწყვეტს მსოფლიო რაგბი?

რუმინეთისა და ესპანეთის სარაგბო კავშირებმა მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, რომლის მიხედვითაც ორივე ნაკრებს რაგბი ევროპას გათამაშებაში ქულები დააკლდა, ხოლო ესპანეთის ნაკრებისა და ბელგიის სკანდალური შეხვედრა არ გადათამაშდა.

მსოფლიო რაგბის ფედერაციამ 15 მაისს მიიღო ეს გადაწყვეტილება და ნაკრებებს გასაჩივრებისთვის ორი კვირა მისცა.

როგორც ჩანს, ორივე ნაკრებმა სარჩელი შეიტანა და მსოფლიო რაგბის კავშირი მათ საქმეებს გადახედავს. ესპანეთს სურს, რომ ბელგიასთან შეხვედრა გადათამაშდეს. ესპანელებმა რაგბი ევროპას მიმდინარეობისას ორი ნატურალიზებული მოთამაშე დაიმატეს. მსოფლიო რაგბი საბოლოო გადაწყვეტილებას პირველ ივნისს მიიღებს - საქმის განხილვას ორივე კავშირის წარმომადგენელი დაესწრება.

კომენტარები

ბოლო ამბები