Thumbnail
  • 25 წლის მეკარემ საქართველოს ნაკრებში მიღებულ პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა
  • მახარაძე ქართულ ენას ეუფლება, შეკრებაზე ოთახს კი ვაკო გვილიასთან იყოფს
  • ზორიაში გადასულ გოლკიპერს კონკურენციის არ ეშინია

უკრაინაში დაბადებულ-გაზრდილი ზაურ მახარაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად ავსტრიულ შეკრებაზე იმყოფება. 25 წლის მეკარემ, რომელმაც საქართველოს მოქალაქობა ახლახან მიიღო და საქართველოს ნაკრებში თავის პირველ შეკრებას ატარებს, უკრაინულ  FootBoom-ს ახალ კოლექტივთან ადაპტაციასა და ზორიაში გადასვლაზე ელაპარაკა.

რამდენიმე დღის წინ მახარაძემ, რომელიც ბოლოს დონეცკის ოლიმპიკის ღირსებას იცავდა, ლუგანსკის ზორიასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და ევროპალიგაზე თამაშის შანსი აქვს.

ოლიმპიკის დატოვება კლუბში გატარებული 13 წლის შემდეგ გადაწყვიტე. რატომ მიიღე 
ეს გადაწყვეტილება?

ცხოვრებაში ოდესმე ყველაფერი მთავრდება. ვიგრძენი, რომ განვითარებისთვის ვითარების შეცვლა, ნაბიჯის წინ გადადგმა მჭირდებოდა. მადლობელი ვარ ოლიმპიკის ყველაფრისთვის, მაგრამ მივიღე წინადადება ზორიასგან და დავთანხმდი. ვფიქრობ, ზარია ტოპ-კლუბია.

როგორ განჩდა ლუგანსკის კლუბში გადასვლის ვარიანტი?

ჩემი აგენტი, ვადიმ შაბლიმ დამირეკა და ამ ვარიანტის შესახებ მაცნობა. განვიხილეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვარიანტი საინტერესოა. კლუბში ჯერ არავის დავკავშირებივარ. ზორიასთვის ყველაფერი ბოლო ტურში უნდა გარკვეულიყო და გასაგებია, ამისთვის იქ არ ეცალათ. 

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში 1-ელ ივნისს მალტას დაუპირისპირდება, 5 ივნისს კი ლუქსემბურგს ესტუმრება 

ახლა ზორიაში ეროვნული ნაკრების ორი მეკარეა - უკრაინის და საქართველოსი. ანდრეი ლუნინთან კონკურენციის არ გეშინია?

15 წლის ხომ არ ვარ? აბსოლუტურად არაფრის მეშინია. კონკურენცია ნორმალურია და ის გაძლიერებაში გვეხმარება.

ქართული სიტყვა რამდენი იცი?

ჯერ ცოტა, მაგრამ ენას აქტიურად ვსწავლობ. მინდა, მომდევნო შეკრებაზე უკვე ნორმალურად ვფლობდე ქართულს.

შეკრებაზე ოთახს ვისთან ერთად იყოფთ?

ვაკო გვილიასთან. ის ზაპოროჟიეს მეტალურგშის გამოდიოდა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებშიც.

საქართველოს ნაკრებში როგორ მიგიღეს?

ყველაფერი ბრწყინვალედაა, ნორმალურად შემხვდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ადაპტაცია დასრულდა, მაგრამ პროცესი კარგად მიმდინარეობს. აქ ყველაფერი მომწონს.

მწვრთნელ ვლადიმირ ვაისთან უკვე ისაუბრეთ?

დიახ, შევხვდით, ვილაპარაკეთ. მომიწოდა, რომ ვიშრომო და თავი წარმოვაჩინო. მომილოცა მოქალაქეობის მიღება და ნაკრებში გამოძახება. კარგად ვისაუბრეთ. აქ ყველაფერი სოლიდური და საინტერესოა. სწავლობ რაღაც ახალს.

 მახარაძემ უკრაინის პრემიერლიგის გასული სეზონის 26 მატჩში ითამაშა, გაუშვა 33 გოლი, 9 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა.

როგორც ვიცი, საქართველოს ნაკრებში რეკომენდაცია ოლიმპიკის ექს-მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა გაგიწია, რომელიც ამჟამად ქართულ კლუბ გაგრას წვრთნის.

დიახ, ვიცი, რომ ის საქართველოს ნაკრების მეკარეთა მწვრთნელს იცნობს. მადლობა დენისს კარგი რეკომენდაციისთვის (იცინის).

კომენტარები

ბოლო ამბები