Thumbnail

რუსეთის პრემიერ-ლიგის TOP 5 დრიბლიორში ორი ქართველი ლეგიონერია: ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი. მართალია, ხვიჩას კარიერის საუკეთესო დროება არ უდგას, თუმცა ის მოედანზე მაინც ერთ-ერთი გამორჩეულია. მას ურიგოდ არ უთამაშია ყოფილ გუნდთან, ლოკომოტივთან 2:2 დასრულებულ შეხვედრაში. ხოლო ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო ტულის არსენალში, რომელმაც მოულოდნელად, ზენიტს 2:1 მოუგო. ამ მატჩში ზურიკომ გოლიც გაიტანა. რუსულმა "ჩემპიონატმა" კვარაცხელიასა და დავითაშვილს შესაბამისად, 6.5 და 7.5 ქულები დაუწერა. whoscored-ის მიხედვით, კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო - 8.1 ქულით, ხოლო დავითაშვილმა ზენიტთან 7.5 ქულა მიიღო. 

რუსეთის ჩემპიონატში დრიბლიორთა შორის პირველ ადგილზე ცსკა-ს ნიგერიელი მარცხენა შემტევი ჩიდერა ეჯუკეა - საშუალოდ 3.5 წარმატებით განხორციელებული დრიბლინგი მატჩში. სხვათა შორის, whoscored-ის კვირის სიმბოლურში მხოლოდ ეჯუკეს გამო ვერ მოხვდა (ნიგერიელმა 8.9 ქულა მიიღო). მეორე ადგილზე რუბინის 20 წლის ქართველი ლეგიონერია - 2.2 წარმატებული დრიბლინგი მატჩში. შემდეგ მოდიან: კლაუდინიო (ზენიტი) - 2.2 და ანტონ ზინკოვსკი (კრილია სოვეტოვი) - 2. მე-5 პოზიციაზეა ტულის არსენალის შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილია. 20 წლის ქართველი ლეგიონერი პრემიერ-ლიგაში საშუალოდ 2 წარმატებულ დრიბლინგს ახორციელებს. 

რუსული მედია წერს, რომ თუ კვარაცხელია უფრო რაოდენობაზე აკეთებს აქცენტს, ნიგერიელის უპირატესობა დრიბლინგების აკურატულობაა - ბოლო ტურში 12 მცდელობიდან 9 გამოუვიდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები