Thumbnail

სანდრო თავართქილაძემ საქართველოს ჩემპიონატი აღმართის დაძლევაში დამაჯერებლად, სოლიდური უპირატესობით მოიგო. ახალგაზრდა ავტომრბოლელი, რომელთანაც კომპანია ევროპაბეთი წლის დასაწყისიდან აქტიურად თანამშრომლობს, მესამე, დასკვნით ეტაპზეც საუკეთესო იყო და ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სანდროს, რომელმაც აღმართის დაძლევაში ჩემპიონატის პირველ-ორ ეტაპზე გაიმარჯვა, მესამე ეტაპის წინ უშუალო მეტოქეებთან, ლადო კუხიანიძესა და ვანო მძელურთან 17-ქულიან უპირატესობა ჰქონდა. დასკვნითი ეტაპი ამლევი-ორბეთის გზაზე გაიმართა. რბოლა დაძაბულად წარიმართა, იყო ავტომობილის გზიდან გადავარდნის, ასევე ამობრუნების შემთხვევაც. სანდრო თავართქილაძემ კი, თავისი Subaru Impreza-თი, ამჯერადაც ტრასის რეკორდი დაამყარა (2:33:5) და ქულათა მაქსიმალური რაოდენობით გაიმარჯვა. 

ეტაპი 2 სავარჯიშო და 3 ჩათვლითი გარბენისგან შედგებოდა. სანდრომ საუკეთესო დრო 2:33:5 წთ აჩვენა, მეორეზე გასულმა ლადო კუხიანიძემ - 2:36:5 წთ, ხოლო მესამე ადგილოსანმა ვანო მძელურმა - 2:39:0 წთ. 

📸

📸

📸

📸

📸

📸

📸

"ძალიან მიხარია, რომ ამ კატეგორიაში წლის ჩემპიონი გავხდი. სამივე ეტაპზე გავიმარჯვე, სამივეში ტრასის რეკორდი დავამყარე და ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დავაგროვე, რაც ძალიან მიხარია და ეს მოტივაციას მაძლევს იმისთვის, რომ მომავალ წელსაც იგივე შედეგი ვაჩვენო", - ამბობს სანდრო. 

რაც შეეხება სანდრო თავართქილაძის უახლოეს გეგმებს, შემდეგ კვირაში რუსთავში წყვილთა რბოლა გაიმართება, 14 ნოემბერს კი Pro OverAll კლასში რალი სპრინტის დასკვნითი ეტაპია. ამ კლასში ბოლო ეტაპის წინ დათა ქაჯაია 97 ქულით ლიდერობს, სანდრო კი 89 ქულით მეორე ადგილზეა და ჩემპიონობის შანსს ფლობს.

"ორივე უნდა მოვიგო", - იმედიანი განწყობით და თავდაჯერებული ხვდება მომავალ რბოლებს სანდრო და ამის საფუძვლიანი მიზეზიც აქვს.
 
ახლახან ევროპაბეთი სანდრო თავართქილაძისა და დათუნა არჯევანიძის მხარდამჭერი გახდა და არის მათი გუნდის, DS RACING-ის სპონსორიც. კომპანია ნიჭიერ ქართველ მრბოლელებთან აქამდეც თანამშრომლობდა და განვითარებაში ხელს უწყობდა, პარტნიორობის ახალი ხელშეკრულების ფარგლებში კი ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მეტი მიმართულება მოიცვა.

ავტომრბოლელების გარდა, ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საკალათბურთო კლუბ ცხუმ-აფხაზეთთან, საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდისა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ეროვნულ ფედერაციებთან, სტრონგმენ კონსტანტინე ჯანაშიასთან და მოტომრბოლელ გიორგი გახელაძესთან. არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი. 

კომენტარები

ბოლო ამბები