Thumbnail

არგენტინის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს ერთი კლუბის მაისურით თამაშის შანსი ისევ არსებობს. El Nacional-ის ცნობით, პარი სენ-ჟერმენი ბარსელონასთან ფეხბურთელების გაცვლის ვარიანტზე ფიქრობს.

შეგახსენებთ რომ აგუერო მანჩესტერ სიტიდან ბარსელონაში ცოტა ხნის წინ, იმის იმედით გადავიდა, რომ კატალონიურ კლუბში ლიონელთან ერთად ითამაშებდა, თუმცა ისე მოხდა, რომ ეს უკანასკნელი საბოლოოდ პარი სენ-ჟერმენში აღმოჩნდა.

სერხიომ და ლეომ გასულ ზაფხულს ერთად კოპა ამერიკა მოიგეს

არსებული ინფორმაციით, პარიზელებს სერხიო აგუეროს გადაბირება, მის სანაცვლოდ კი კატალონიაში კიდევ ერთი არგენტინელის, მაურო იკარდის გაშვება სურთ. ცნობილია, რომ აგუეროს პსჟ-ში ხილვა ძალიან სურს ლიონელ მესის და ბუნებრივია, კლუბი 35 წლის სუპერვარსკვლავის სურვილებს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. და კიდევ - მესისა და იკარდის ერთმანეთთან არცთუ იდეალური ურთიერთობა აქვთ. 

თუკი კლუბებს შორის შეთანხმება მოხდება, გარიგება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება ბარსელონას პოზიცია ფეხბურთელების გაცვლის ამ ვარიანტთან დაკავშირებით. 

ამბობენ, რომ მესის და იკარდის არცთუ კარგი ურთიერთობა აქვთ 

33 წლის აგუეროს, რომელსაც სეზონის სტარტზე ტრავმა აწუხებდა, ბარსელონას ოფიციალურ მატჩში დებიუტი ახლახან ვალენსიასთან (3:1) ჰქონდა. რაც შეეხება მაურო იკარდის, თავდამხსმელმა პსჟ-ის მაისურით 11 მატჩში ითამაშა და 3 გოლი გაიტანა. 

კომენტარები

ბოლო ამბები