Thumbnail

ფიგურული სრიალი | ქართულმა წყვილმა იტალიაში ოქროს მედლები მოიპოვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მარია კაზაკოვამა და გიორგი რევიამ Mezzaluna Cup 2021-ზე პირველი ადგილი დაიკავეს
  • მათ სექტემბერში ზამთრის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვეს

ფიგურული ციგურაობის ქართულმა სპორტულმა წყვილმა 20 წლის მარია კაზაკოვასა და 22 წლის გიორგი რევიას შემადგენლობით მორიგ წარმატებას მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპორტსმენებმა გერმანიის ქალაქ ობერსდორფში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე მე-3 ადგილი დაიკავეს და ზამთრის ოლიმპიადის საგზური მოიპოვეს, ამჯერად კი, თავი იტალიურ მენტანაში გამართულ ტურნირზე გამოიჩინეს.

კაზაკოვა და რევია Mezzaluna Cup 2021-ზე ახალი ოლიმპიური პროგრამით წარსდგნენ და საბოლოო ჯამში დიდი უპირატესობით მოიგეს. ქართველმა მოციგურავეებმა რითმულ ცეკვაში 74.98 ქულა (43.24 ტექნიკური ელემენტებისთვის+31.74 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს და პირველები იყვნენ. ასევე საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს თავისუფალ ცეკვაში – 111.80 ქულა (63.30 ტექნიკური ელემენტებისთვის+48.50 პროგრამული კომპონენტებისთვის).

საერთო ჯამში, კაზაკოვამა და რევიამ 186.78 ქულა მოაგროვეს და დაახლოებით 15 ქულით აჯობეს მე-2 ადგილზე გასულ ავსტრალიელ სპორტსმენებს, ბრინჯაოს მედალი კი იტალიურმა წყვილმა დაისაკუთრა.

კომენტარები

ბოლო ამბები