Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ონისე სანებლიძემ (100 კგ.) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. სანებლიძე მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ხორვატ ზლატკო კუმრიჩს გაეჯიბრა და 45 წამში ვაზარიზე ორჯერ დასცა.

შეგახსენებთ, რომ სანებლიძემ საწყის შეხვედრაში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ხამზატ საპარბაევი იპონით დაამარცხა, მაგრამ მეოთხედფინალში იპონითვე დამარცხდა რუმინეთის დროშის ქვეშ მოასპარეზე, ექს-კუბელ ესლი გონსალესთან. ამგვარად, ონისემ რეპეშაჟში გააგრძელა ასპარეზობა, სადაც კიდევ ერთ ფრანგ კლემენ დელვერს მძიმე ბრძოლაში, დამატებით დროში ვაზარით მოუგო.

ამგვარად, საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემი 4 მედლით დაასრულა: ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) ვერცხლი დაისაკუთრა, ლუკა მაისურაძემ (90 კგ.), სანებლიძემა და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.) კი ბრინჯაო მოიპოვეს.

კომენტარები

ბოლო ამბები