Thumbnail

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლუკა მაისურაძემ (90 კგ.) საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 23 წლის მაისურაძე მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლაში ფრანგ ალექსის მატიუს გაეჯიბრა, შებოჭვაზე დაიჭირა და სუფთა გამარჯვება იზეიმა.

შეგახსენებთ, რომ მაისურაძემ საწყის ორთაბრძოლაში რუს დავიდ ოგანისიანს ვაზარით მოუგო, 1/4-ფინალში კი იაპონელ კენტა ნაგასავასთან 3 შიდო მიიღო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილს ვაზარით აჯობა.

ამავე წონაში ბრინჯაოს ანრი ეგუტიძე დაეუფლა, რომელიც პორტუგალიის სახელით ასპარეზობს. მან მედლისთვის შეხვედრაში იაპონელ სანშირო მურაოსთან იმარჯვა.

დღესვე პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს ონისე სანებლიძე (100 კგ.), რომლის მეტოქეც ხორვატი ივან კუმრიჩი იქნება. ამ დროისთვის, ქართული დელეგაციის მონაგარი 2 მედალია: ვერცხლი ტატი გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოიპოვა, ბრინჯაო კი – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ.).

კომენტარები

ბოლო ამბები