Thumbnail

'კარიერას დავუსრულებ' - ტაისონ ფიურის ძმა, ჯეკ პოლის შემდეგი მეტოქეა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ტომი ფიურის მოტივაცია, მხოლოდ ფინანსურ მხარეში მდგომარეობს
  • პროფესიონალი მოკრივე ამბობს, რომ პოლი მებრძოლი არ არის

22 წლის ბრიტანელი მოკრივე - ტომი ფიური, ტაისონ ფიურის უმცროსი ნახევარ-ძმაა და მისი ძმის მსგავსად, პროფესიულ რინგზე გამოსვლით არის დაკავებული.

კარიერა 2018 წელს დაიწყო და უკვე 7 მატჩი აქვს, საიდანაც შვიდივე გამარჯვებით დაასრულა. მისი მომდევნო მეტოქე კი იუთუბერი ჯეკ პოლი იქნება, რომელმაც ბოლოს UFC-ის ყოფილ ჩემპიონს - ტაირონ ვუდლის სძლია.

ტომი ფიური ძმასთან ერთად

ვუდლიმდე, ჯეკ პოლმა NBA-ს ყოფილი მოთამაშე - ნეიტ რობინსონი და ბელატორის ყოფილი ჩემპიონი - ბენ ასკრენი დაამარცხა. პროფესიონალ მოკრივეს კი კარიერაში პირველად ხვდება.

"ჯეკ პოლის დამარცხებით ქამრისთვის ვერ ვიჩხუბებ..." - ამბობს ტომი ფიური. "მისი დამარცხება რეპუტაციას ვერ შემმატებს, უბრალოდ კარგ ჩეკს ავიღებ - სულ ეს არის."

"ის არ არის მოკრივე, მე ამ საქმეს 7 წლიდან ვაკეთებ და ვიცი რასაც ვამბობ. უმარტივესი ბრძოლაა, ჩვენი ჩხუბის შემდეგ ჯეკ პოლის მითი გაქრება და ვეღარასოდეს ნახავთ. კარიერას დაასრულებს!"

 

კომენტარები

ბოლო ამბები