Thumbnail

ნიუკასლის პირველი ტრანსფერები - სენტ ჯეიმსზე საინტერესო იანვარი გველის

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

რამდენიმე დღის წინ, ნიუკასლ იუნაიტედში მაიკ ეშლის მმართველობის ერა დასრულდა. "სპორტს დაირექტის" მფლობელმა, ჩრდილო ინგლისური კლუბი, საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდს 305 მილიონ ფუნტად მიჰყიდა.

დიდი წნეხის ქვეშ არის კლუბის მთავარი მწვრთნელი - სტივ ბრიუსი, რომელმაც პარასკევს ჟურნალისტებისგან ოდნავ მეტი პატივისცემა მოითხოვა და ყველას შეახსენა, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯერ კიდევ ბრიუსია.

თუმცა, ბევრი ვარაუდობს, რომ იანვრიდან კლუბს ახალი მწვრთნელი ჩაიბარებს. საუბრები მიდის ასევე სავარაუდო ტრანსფერების შესახებ, სენტ ჯეიმს პარკზე გადასვლის ყველაზე რეალური კანდიდატებად კი ჯესი ლინგარდს და ბარნლის მცველს - ჯეიმს ტარკოვსკის ასახელებენ.

ტარკოვსკის სეზონის ბოლოს ბარნლისთან კონტრაქტი უმთავრდება, თუმცა მხარეებს შორის სიტყვიერი შეთანხმება არსებობს, რომ თუ იანვარში კლუბმა წინადადება მიიღო, ტარკოვსკი ბარნლის დატოვებს.

ჯესი ლინგარდმა შარშან ვესტ ჰემის მაისურით საოცარი სეზონი ჩაატარა, მაგრამ იუნაიტედში დაბრუნებულს, საკმარის სათამაშო დრო არ ეძლევა. ტარკოვსკის მსგავსად, ლინგარდის კონტრაქტიც ივნისში სრულდება, თუმცა იუნაიტედს საკუთარი აღზრდილის შენარჩუნება სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები