Thumbnail

კორონავირუსი დაამარცხა და გაიტანა - ზივზივაძის გუნდმა ჰონვედს მოუგო

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • ფეჰერვარი 2:1 ჰონვედი
  • ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და გაიტანა

უნგრეთის ჩემპიონატის მე-9 ტურში ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარმა ჰონვედს უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში 25-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა გახსნა, რომელმაც კორონავირუსის დამარცხების შემდეგ გუნდის სასტარტოში პირველად ითამაშა. ზივზივაძე 88-ე წუთზე გამოცვალეს.

ეს 27 წლის ფორვარდის მეორე გოლია უნგრეთის ჩემპიონატში მან სულ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. კორონავირუსის გამო, ბუდუს სამი ტური გაუცდა. ბუდუ მოედანს 2 ოქტომბერს დაუბრუნდა, როცა დებრეცენთან ბოლო 10 წუთი ითამაშა. 

მოლ ფეჰერვარი 9 თამაშიდან 14 ქულით მე-4 ადგილზეა, გიორგი ბერიძის უიპეშტი 3 ქულით ბოლო ადგილზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები