Thumbnail
  • უნიონი 4:2 სერენი 
  • გიორგი მიქაუტაძემ ჟუპილერ ლიგაში თავისი მე-5 გოლი გაიტანა

გიორგი მიქაუტაძის სერენი ბელგიის ჟუპილერ ლიგის მე-11 ტურში როიალ უნიონს ესტუმრა და 2:4 დამარცხდა. ელიტაში დაწინაურთა დუელი უცნაურად წარიმართა, მატჩის 35-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ კონტრშეტევაზე იყოჩაღა და სერენი 2:0 დააწინაურა, რასაც მალე მასპინძელი ლაზარე ანანის გაძევება მოჰყვა. 

მიქაუტაზემ უნიონთან შეუცვლელად ითამაშა

მეორე ტაიმში სტუმრებმა არათუ ვერ შეინარჩუნეს უპირატესობა, 4 გოლი გაუშვეს (მიტომას ჰეთ თრიკი, ერთი გოლი მიქაუტაძის ძველმა კონკურენტმა ვანზეირმა გაიტანა) და უქულოდ დარჩნენ. უნიონი ლიდერია, თუმცა მისი გადასწრება ანტვერპენსა და ეუპენს შეუძლიათ. ქართველი ფორვარდის სერენი კი 12 ქულით მე-13 პოზიციაზეა. 


ამ სეზონში 20 წლის მიქაუტაძემ 6 მატჩი ითამაშა სერენის მაისურით და 8 გოლი გაიტანა. ასევე მის ანგარიშზეა 1 მატჩი ლიგა 1-ში. გასულ სეზონში მან 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა. ამას თუ 2019/20 წლების სეზონის 1 მატჩს დავუმატებთ მეცში (ლიგა 1), გამოდის რომ პროფესიულ საკლუბო კარიერაში 20 წლის ფეხბურთელს სულ 32 მატჩი აქვს გამართული და 30 გოლი გატანილი. 

კომენტარები

ბოლო ამბები