Thumbnail

35 წელი ეიზელის ტრაგედიიდან - რა მოხდა ბრიუსელში 1985 წელს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 1985 წელს, ეიზელზე 39 ადამიანი დაიღუპა
  • არეულობა სტადიონზე, რომლისთვისაც ბელგიური პოლიცია მზად არ აღმოჩნდა

ზუსტად 35 წლის წინ, 1985 წლის 29 მაისს, ბრიუსელში, ეიზელის სტადიონზე 39 ადამიანი დაიღუპა. ბელგიის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს მასპინძლობდა, სადაც წინა გათამაშების გამარჯვებული - ლივერპული და ტურინის იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ლივერპულის გულშემატკივართა ნაწილი - ნეიტრალური Z სექტორისაკენ გაიქცა, სადაც შავ-თეთრ ფორმებში იუვენტუსის ქომაგები შენიშნეს. არეულობამ, ჭყლეტვა გამოიწვია, რასაც სექტორის კედლის ჩამონგრევა და 39 ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. გარდაცვლილთა უმეტესობა, ადგილზე დაიღუპა.

სტადიონის საკითხი

ფინალამდე რამდენიმე კვირით ადრე, ორივე კლუბის წარმომადგენლებმა, უეფას სტადიონის შეცვლის მოთხოვნით მიმართეს, ეიზეილზე არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ალტერნატივად მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუ და ბარსელონას კამპ ნოუ განიხილებოდა. უეფამ გუნდების თხოვნა არ გაითვალისწინა და ფინალი მაინც ეიზელზე ჩატარდა.

რა ხდებოდა მატჩამდე?

ლივერპული წინა გათამაშების ფინალში - რომში, რომას შეხვდა და იტალიის დედაქალაქის გუნდი, საკუთარ მოედანზე დაამარცხა. მატჩის შემდეგ რომში უამარავ ინციდენტს ჰქონდა ადგილი და მერსისადიელების იტალიელებთან დაპირისპირებაც აქედან დაიწყო.

მომდევნო წელს, 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, ლივერპულს, 1984 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული - იუვენტუსი შეხვდა, რომელსაც წითლები 1984 წლის უეფას სუპერ თასზე 2:0 ჰყავდა დამარცხებული.

ლივერპული იმ პერიოდში 4 ჩემპიონთა თასის მომგები და წამყვანი დომინანტი ძალა იყო ევროპაში, იუვენტუსს კი ევროპის საუკეთსო ფეხბურთელი - მიშელ პლატინი და 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნაკრებიდან - ბევრი ფეხბურთელი ჰყავდა.

ბუნებრივია, ამ ორი გუნდის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. სექტორი Z - სადაც ტრაგედია მოხდა, ლივერპულის ფანების სექტორების გვერდით იყო და დაგეგმარების მიხედვით ნეიტრალური ქომაგებისთვის გახლდათ გამოყოფილი.

ამ სექტორში ბილეთბის უმეტესობა, ბელგიაში მყოფმა იტალიური დიასპორის წარმომადგენლებმა შეიძინეს - ეს მოსალოდნიელი გარემოება, ადგილობრივმა პოლიციამ და ოფიციალურმა პირებმა ვერ გაითვალისწინეს.

მატჩის დაწყებამდე, გუნდების კაპიტნები გულშემატკივრებთან მივიდნენ და სიმშვიდესკენ მოუწოდეს. უეფამ, მატჩამდე მომხდარი ტრაგედიის მიუხედავად, ფინალი მაინც ჩაატარა, რომელიც იუვენტუსმა მიშელ პლატინის მიერ გატანილი პენალტით მოიგო...

რა მოხდა შემდეგ?

ეიზელის ტრაგედიის შემდეგ, მარგარეტ ტეტჩერმა ფეხბურთის ასოციაციას ინგლისური კლუბების ევროთასებიდან გამოთხოვა დაავალა. ტეტჩერის ჩარევის გარეშეც, რამდენიმე დღეში უეფამ ყველა ინგლისურ კლუბს 5 წლით ევროთასებზე ასპარეზობა აუკრძალა, ხოლო ლივერპულს - 6 წლით.

39 გარდაცვლილიდან - 32 იტალიელი გახლდათ, 4 ბელგიელი, 1 ფრანგი და 1 ჩრდილოეთ ირლანდიელი. ბელგიის პოლიციამ, ეიზელზე დანაშაულის გამო ბრიტანეთიდან 26 დამნაშავის ექსტრადიცია მოითხოვა. 

ექსტრადიცია 1988 წელს მოხდა და რამდენიმე პირი, მათშორის ბელგიის მოქალაქეები და ოფიციალური პირები, სასამართლომ პასუხისგებაში მისცა.

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

იუვენტუსის ქომაგი, ალესანდრო ბორჯი ამბობს "ჰილსბროზე დაღუპული 96 გულშემატკივრის ოჯახმა იცის ეს გრძნობა, ჩვენი გარდაცლილი ქომაგები სამწუხაროდ დავიწყებული არიან."

კომენტარები

ბოლო ამბები