Thumbnail

33 წელი ეიზელის ტრაგედიიდან - რა მოხდა ბრიუსელში 1985 წელს?

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 1985 წელს, ეიზელზე 39 ადამიანი დაიღუპა
  • არეულობა სტადიონზე, რომლისთვისაც ბელგიური პოლიცია მზად არ აღმოჩნდა

ზუსტად 33 წლის წინ, 1985 წლის 29 მაისს - ბრიუსელში, ეიზელის სტადიონზე 39 ადამიანი დაიღუპა. ბელგიის დედაქალაქი ევროპის ჩემპიონთა თასის ფინალს მასპინძლობდა, სადაც წინა გათამაშების გამარჯვებული - ლივერპული და ტურინის იუვენტუსი ხვდებოდნენ ერთმანეთს.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ლივერპულის გულშემატკივართა ნაწილი - ნეიტრალური Z სექტორისაკენ გაიქცა, სადაც შავ-თეთრ ფორმებში გამოწყობილი იუვენტუსის ქომაგები შენიშნეს, არეულობამ, ჭყლეტვა გამოიწვია, რამაც სექტორის კედლის ჩამონგრევა გამოიწვია და 39 გარდაცვლილიდან, უმეტესობა ამ მომენტში დაიღუპა.

სტადიონის პრობლემა...

ფინალამდე რამდენიმე კვირით ადრე, ორივე კლუბის წარმომადგენლებმა, უეფას სტადიონის შეცვლის მოთხოვნით მიმართეს, რადგან ეიზეილზე არსებული ინფრასტრუქტურა კრიტიკას ვერ უძლებდა. ალტერნატივად მადრიდის სანტიაგო ბერნაბეუ და ბარსელონას კამპ ნოუ განიხილებოდა. თუმცა, უეფამ გუნდების თხოვნა არ გაითვალისწინა და ფინალი მაინც ეიზელზე ჩაატარა.

რა ხდებოდა მატჩამდე?

ლივერპული წინა გათამაშების ფინალში - რომში, რომას შეხვდა და იტალიის დედაქალაქის გუნდი, საკუთარ მოედანზე დაამარცხა. მატჩის შემდეგ რომში უამარავი ინციდენტი მოხდა და მერსისადიელების იტალიელებთან დაპირისპირებაც აქედან დაიწყო.

მომდევნო წელს, 1985 წლის ჩემპიონთა თასის ფინალში, ლივერპულს, 1984 წლის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული - იუვენტუსი შეხვდა, რომელმაც წითლები 1984 წლის სუპერ თასზე 2:0 დაამარცხა. ლივერპული იმ პერიოდში 4 ჩემპიონთა თასის მომგები და წამყვანი დომინანტი ძალა იყო ევროპაში. მაგრამ იუვენტუსს ევროპის საუკეთსო ფეხბურთელი - მიშელ პლატინი და 1982 წლის მუდნიალის მსოფლიო ჩემპიონი იტალიის ნკარებიდან - ბევრი ფეხბურთელი ჰყავდა.

ამ ორი გუნდის დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევდა. სექტორი Z - სადაც ტრაგედია დატრიალდა, ლივერპულის ფანების სექტორების გვერდით იყო და ნეიტრალური ქომაგებისთვის გამოყოფილი გახლდათ. მაგრამ ბილეთბის უმეტესობა, ბელგიაში მყოფმა იტალური დიასპორის წარმომადგენლებმა შეიძინეს - ეს მოსალოდნიელი გარემოება, ადგილობრივმა პოლიციამ და ოფიციალურმა პირებმა ვერ გაითვალისწინეს.

მატჩის დაწყებამდე, ორივე გუნდის კაპიტანი გულშემატკივრებთან მივიდნენ და სიმშვიდესკენ მოუწოდეს. უეფამ, ტრაგედიის მიუხედავად, ფინალი მაინც ჩაატარა, რომელიც იუვენტუსმა მიშელ პლატინის მიერ გატანილი პენალტით მოიგო...

რა მოხდა შემდეგ?

ეიზელის ტრაგედიის შემდეგ, მარგარეტ ტეტჩერმა ფეხბურთის ასოციაციას ინგლისური კლუბების ევროთასებიდან გამოთხოვა დაავალა, თუმცა რამდენიმე დღეში უეფას ბრძანებით - ყველა ინგლისურ კლუბს 5 წლით ევროთასებზე ასპარეზობა აეკრძლა, ხოლო ლივერპულს - 6 წლით.

39 გარდაცვლილიდან, 32 იტალიელი გახლდათ, 4 ბელგიელი, 1 ფრანგი და 1 ჩრდილოეთ ირლანდიელი. ბელგიის პოლიციამ, ეიზელზე დანაშაულის გამო ბრიტანეთიდან 26 დამნაშავის ექსტრადიცია მოითხოვა. 

ექსტრადიცია 1988 წელს მოხდა და რამდენიმე პირი, მათშორის ბელგიის მოქალაქეები და ოფიციალური პირები სასამართლომ პასუხისგებაში მისცა.

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

ტრაგედია ეიზელზე

იუვენტუსის ქომაგი, ალესანდრო ბორჯი ამბობს "ირონიულად, ჰილსბროზე დაღუპული 96 გულშემატკივრის ოჯახმა იცის ეს გრძნობა, მაგრამ ჩვენი ქომაგები დავიწყებულნი არიან." 

კომენტარები

ბოლო ამბები