Thumbnail

Hoops Rumors-ის ინფორმაციით, დენვერ ნაგეთსი გიორგი ბეჟანიშვილს დაემშვიდობება. ექსპერტ ჯეი დი შოუს ცნობით, გუნდმა უკვე გაუშვა ვეტერანი ტარიკ ბლექი, რომელიც Exhibit 10 კონტრაქტით თამაშობდა გუნდში. სეზონის დაწყებამდე გუნდი დევონ რიდსა და გიორგი ბეჟანიშვილსაც გაუშვებს. მათაც იმავე სახის კონტრაქტი აკავშირებთ დენვერთან.

ბეჟანიშვილი დენვერმა ერთი კვირის წინათ აიყვანა Exhibit 10 კონტრაქტით. გიორგი გუნდის პრესეზონის ბოლო ორ თამაშში იყო შემადგენლობაში, თუმცა მოედანზე არ გასულა. 22 წლის ბეჟანიშვილმა დენვერის მაისურით საზაფხულო ლიგაზე ითამაშა. ლას ვეგასში ის საშუალოდ 8.2 წუთს ატარებდა მოედანზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბეჟანიშვილი, რომელიც ავსტრიის მოქალაქეა, თუმცა საქართველოს ნაკრებში თამაში აინტერესებს, კოლეჯთა ლიგაში ილინოისის წევრი იყო - 95-დან 57 მატჩი მან ილინოისის სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა (საშუალოდ 8.2 ქულა და 4.3 მოხსნა). ის, რომ გიორგი NBA-ის სეზონისთვის დენვერის რიგებში ვერ დამკვიდრდებოდა მოსალოდნელი იყო, თუმცა მას შანსი კიდევ მიეცემა განვითარების ლიგის წყალობით.

სამივე კალათბურთელი დიდი ალბათობით, G ლიგის გრანდ რეპიდს გოლდში ითამაშებს მიჩიგანში. ეს გუნდი დენვერ ნაგეთსის სარეზერვო კლუბია განვითარების ლიგაში. მოსალოდნელია, რომ დენვერი ნიკ სტაუსკასსაც (335 თამაში NBA-ში) გაუშვებს, რომელიც ახლახან დაიმატა და ისიც გოლდში ითამაშებს.  

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

კომენტარები

ბოლო ამბები