Thumbnail

ბონუს ქულა და ტაბუცაძის 3 ლელო - შავი ლომის პირველი მოგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • შავი ლომი 33:10 თელავივ ჰითი
  • ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველი მატჩი მოიგო

პირველმა პროფესიულმა ქართულმა ფრენჩაიზმა ისტორიული მატჩი ჩაატარა. შავი ლომის პირველი მეტოქე რაგბი ევროპის სუპერთასზე ისრაელის თელავივ ჰითი იყო. შეხვედრა ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართა და მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა - 33:10.

შავი ლომის პირველი ქულები სოსო მათიაშვილის ანგარიშზე იყო. მან ჯარიმა გაიტანა და მატჩში ანგარიში გახსნა, რის შემდეგაც შავი ლომის პირველო ლელოს დროც დადგა. აკა ტაბუცაძემ შავი ლომის პირველი ლელო გაიტანა.

მასპინძლებმა ტაიმი 18:10 მოიგეს. შავმა ლომმა მეორე ნახევარში მეტოქეს ქულის აღების საშუალება არ მისცა. ტაბუცაძემ ჰეთთრიკი შეასრულა, მის გარდა ლელო შალვა მამუკაშვილმაც დადო.

ქართულმა ფრენჩაიზმა რაგბი ევროპის სუპერთასის პირველ მატჩში ბონუს ქულაც აიღო და ჯგუფში 5 ქულით მე-2 ადგილზეა. შავი ლომის მომდევნო მეტოქე პენზის ლოკომოტივი იქნება, რომელსაც ჯგუფში ენისეისთან ორივე მატჩი წაგებული აქვს. ლოკომოტივთან შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები