Thumbnail
  • დავითაშვილი კოსოვოსთან მატჩის შემდეგ გოლით რუსეთშიც გამოირჩა
  • 20 წლის ქართველმა ნახევარმცველმა სანკტ პეტერბურგის ზენიტს გაუტანა
  • ტულის არსენალმა მოქმედ ჩემპიონთან 3 ქულა მოიპოვა

ზურიკო დავითაშვილმა, რომლის გოლით საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე კოსოვო დაამარცხა, თავი ტულის არსენალში დაბრუნების შემდეგაც გამოიჩინა. თანაც, 20 წლის ნახევარმცველმა გატანა მოქმედ ჩემპიონთან და სატურნირი ცხრილის ლიდერთან, სანკტ პეტერბურგის ზენიტთან შეხვედრაში მოახერხა.

არსენალმა მე-11 ტურის შეხვედრაში ტულაში ზენიტი მიიღო და სენსაციური გამარჯება იზეიმა - 2:1. ზურიკო მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, ანგარიში კი 53-ე წუთზე გახსნა. თანაგუნდელი დანიილ ხლუსევიჩის გადაცემის შემდეგ, დავითაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და გაიტანა. მწვრთნელმა დავითაშვილი დამატებულ მე-2 წუთზე შეცვალა.


ზურიკო დავითაშვილმა რუსეთის 2021/22 წლების პრემიერლიგაში 10 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. კიდევ ერთი გოლი ქართველმა ნახევარმცველმა არსენალის მაისურით რუსეთის თასზე შეაგდო.

დავითაშვილმა არსენალი-ზენიტის შეხვედრაში ანგარიში გახსნა

ტულის გუნდმა, რომელიც ცხრილის ქვედა ნაწილიდან ამოსვლას ცდილობს, მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გამარჯვება იზეიმა და 12 ქულით ამჟამად ცხრილში მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას არსენალი 23 ოქტომბერს, სტუმრად როსტოვთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები