Thumbnail

League of Legends | თამაშის ისტორიაზე ანიმაციური სერიალი გამოდის

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • სერიალს Arcane ქვია და მისი ხანგრძლივობა 40 წუთია
  • პრემიერა 6 ნომბერს Netflix-ზე გაიმართება 
  • რა ვიცით Riot Games-ის ახალ პროექტზე 

League of Legends-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანია Riot Games თამაშის ისტორიის შესახებ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ სერიალს უშვებს, რომელსაც Arcane ქვია. სერიალის გამოშვება 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა კოვიდპანდემიის გამო 1 წლით გადაიდო. პირველი სამი ეპიზოდის პრემიერა 6 ნოემბერს Netflix-ზე შედგება, თითოეული სერიის ხანგრძლივობა კი 40 წუთი იქნება. 

Legends League of Arcane Series-ის ტრეილერი გვიჩვენებს, რომ სიუჟეტი Piltover & Zaun-ის საგაზე ფოკუსირდება. სერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა Jinx და Vi-ს წარმოშობის ისტორიასაც დაეთმობა. გულშემატკივრები პროექტის გამოსვლამდე, ორ ჩემპიონს შორის შესაძლო ურთიერთობებზე საუბრობდნენ, მაგრამ სერიალის გამოსვლამდე ეს ყველაფერი მხოლოდ ვარაუდად რჩება. 

სერიალში კეიტლინი დიდ როლს Vi-ის გარდასახვაში შეასრულებს. Riot Games-მა შესაძლოა, ამ ორ პერსონაჟს შორის რომანტიკული წიაღსვლებიც ჩართოს. კომპანიამ სერიალში ბნელი და მოაზროვნე განწყობის შექმნაზეც იმუშავა, რომელიც შესაძლოა კარგი ცვლილებების მომტანი გახდეს. Riot Games-ის კინემატოგრაფიულ ისტორიას თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მათ წარმატებული პროექტების შექმნის დიდი გამოცდილება აქვთ. Arcane მაყურებლებისთვის გასართობი შოუ იქნება, რომელიც თაყვანისმცემლების ცნობისმოყვარეობას ბოლომდე დააკმაყოფილებს.   

სერიალის გამოსვლამდე, ყველაზე დიდი ინტრიგა LoL Arcane Series vs DOTA: Dragon’s Blood-ის შედარება იქნება. დოტაზე სერიალი ამ წლის დასაწყისში გამოვიდა. ამ ორი სახეობის მეტოქეობა საყოველთაოდ ცნობილია, რომელიც სათავეს მათი გამოსვლის დღიდან იღებს. Arcane-ის პრემიერამდე სულ ცოტა დრო რჩება, ვნახოთ მორიგ დაპირისპირებაში მაყურებელი ვის მხარეს გადაიხრება.

კომენტარები

ბოლო ამბები