Thumbnail

ფუტსალის ლიგა: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 1 ივნისს ნახევარფინალური ეტაპი იწყება
  • ტატიშვილი სტუ-თელასს დაუპირისპირდება, ხოლო კოლხი აგორას

საქართველოს ფუტსალის ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის შეხვედრები გაიმართა და შესაბამისად, ნახევარფინალური წყვილებიც დაკომპლექტდა.

ქუთაისის სპორტის სასახლეში მართვე აგორას დაუპირისპირდა. პირველი ტაიმი ფრედ, 1:1 დასრულდა, თუმცა მეორე ნახევარში აგორამ მოიპოვა უპირატესობა და 5:2 გაიმარჯვა. ბრწყინვალედ ითამაშა ბრუნო მელომ, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა აქტივში.

ტატიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოუგია რეგულარული ჩემპიონატი. ლიდერი აფხაზეთს დაუპირისპირდა და 12:2 სძლია მეტოქეს. 5 გოლი გაიტანა გიორგი სილაგავამ, რომელიც 31 გატანილი გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა და ერთი შედეგიანი დარტყმით ჩამორჩება მართვეს შემტევ ოთარ ბერეჩიკიძეს.

თელასი თბილისს დაუპირისპირდა და მოულოდნელად, 5:6 დამარცხდა. გამარჯვებული გუნდიდან 5 გოლი გაიტანა მირიან ჯანგავაძემ. 

კოლხი-გულრიფშმა ბსუ-ს 11:3 მოუგო და რეგულარული ჩემპიონატი მეირე ადგილზე დაასრულა. მატჩი ირანელი ლეგიონერების ბენეფისად იქცა: ომიდ ნაბათალაზიდემ და რაჰმან სარანმა 3-3 გოლი გაიტანეს, ხოლო ბაბაქ ალავერიქჰანის ანგარიშზე პოკერია.

1 ივნისს ნახევარფინალური ეტაპი იწყება: ტატიშვილი სტუ-თელასს დაუპირისპირდება, ხოლო კოლხი აგორას. პლეი ოფი ორ მოგებამდე გაგრძელდება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები