Thumbnail

ოქტომბრის დასაწყისში, France Football-მა "ოქროს ბურთის" კანდიდატთა 30-კაციანი სია გამოაქვეყნა. კითხვაზე თუ ვინ არის ამ მომენტში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელი, აზრთა დიდი სხვადასხვაობაა.

ფეხბურთის მოყვარულთა ნაწილი თანხმდება, რომ კოპა ამერიკაზე ნაჩვენები შედეგის შემდეგ ლიონელ მესი წლევანდელი "ოქროს ბურთის" მთავარი კანდიდატია, თუმცა ბევრს აქვს საწინააღმდეგო აზრი და ფავორიტებად სხვადასხვა ფეხბურთელებს (ბენზემა, ჟორჟინიო, კანტე, ლევანდოვსკი, რონალდო და სხვა) ასახელებენ.

განსხვავებული აზრი აქვს პატრის ევრასაც. ვეტერანი ფეხბურთელის თქმით, მას მობეზრდა იმის ყურება, თუ როგორ იღებს ხოლმე მესი "ოქროს ბურთს". ფრანგი ასევე ასახელებს იმ ორ კანდიდატს, რომლებიც, მისი აზრით, პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს იმსახურებენ.

"ჩემი აზრით, ეს "ოქროს ბურთი" კანტეს ან ჟორჟინიოს ეკუთვნის. მომბეზრდა იმის ყურება თუ, როგორ იღებს მესი ამ ჯილდოს. რა მოიგო მან შარშან? კარგი, კოპა ამერიკა არგენტინასთან ერთად, თუმცა ბარსელონასთან ერთად რა გააკეთა?", - განაცხადა ევრამ.

დაახლოებით მსგავსი კომენტარი გააკეთა ფაბიო კანავარომ რამდენიმე დღის წინ. იტალიელის ვეტერანი ფეხბურთელის აზრით, "ოქროს ბურთს" ჟორჟინიო იმსახურებს, თუმცა თვლის, რომ მას მაინც მესის მიცემენ.

მესის კარიერის განმავლობაში 6 "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის თავისი კარიერის განმავლობაში 6 "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული და ახლოსაა ეს რიცხვი შვიდამდე გაზარდოს. "ოქროს ბურთის მფლობელის" ვინაობა 29 ნოემბერს, პარიზში გახდება ცნობილი. შარშან დაჯილდოება კორონავირუსის პანდემიის გამო არ შედგა, ხოლო შარშანწინ კი "ოქროს ბურთს" სწორედ ლიონელ მესი დაეუფლა (სამეულში ვან დაიკი და რონალდოც იყვნენ).

კომენტარები

ბოლო ამბები