Thumbnail

პედრი: გამოსასყიდ თანხაზე მეტად კლუბის პროექტი მაინტერესებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი

რამდენიმე დღის წინ 18 წლის პედრიმ ბარსელონასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ახალგაზრდა ესპანელი კატალონიურ გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

5-წლიანი კონტრაქტის გაფორმება ბევრისთვის სიურპრიზი არ ყოფილა, თუმცა პედრის ახალმა ხელშეკრულებამ ხმაური მაინც გამოიწვია და ამის მიზეზი ახალგაზრდა ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხის ოდენობა გახდა, რომელიც მილიარდ ევროს შეადგენს.

გამოსასყიდ თანხაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა. პედრის თქმით, მას ნაკლებად აინტერესებს, თუ რა ფასი დაადო ბარსელონამ და მიიჩნევს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი კლუბის პროექტია.

"გამოსასყიდი თანხა არის მითითება იმაზე, თუ რა ფსონი დადო კლუბმა შენზე. უფრო მეტად კლუბის პროექტი მაინტერესებს, ვიდრე კონტრაქტის ეს პუნქტი. ამ კლუბში ყოფნისას ვისურვებ, რომ ყველა სეზონში ყველა ტიტულის მოგება შევძლო. იმედი მაქვს, რომ ბარსელონაში მრავალი წლის განმავლობაში დავრჩები. მართალია, ახლა რთული პერიოდია, თუმცა ეს არის მსოფლიოში საუკეთესო კლუბი. ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში 2026 წლამდე ვითამაშებ და იმედი მაქვს, რომ აქ კიდევ მრავალი წელი დავრჩები", - განაცხადა პედრიმ.

18 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში სულ  ორი შეხვედრა გამართა. ამდენივე მატჩი ჩაატარა მან ჩემპიონთა ლიგაზეც. პედრის ბოლო პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა და გუნდს ვერ ეხმარება.

კომენტარები

ბოლო ამბები