Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 103:114 დალას მავერიკსი 
  • მოქმედმა ჩემპიონმა პრესეზონის 4 მატჩიდან 3 წააგო
  • სანდრო მამუკელაშვილს თამაშიდან სროლა არ წაუვიდა 

NBA-ს პრესეზონის ბოლო შეხვედრა სანდრო მამუკელაშვილის გუნდმა მილოკი ბაქსმაც გამართა, რომელმაც საკუთარ არენაზე დალასი მიიღო. იანის ანტეტოკუნმპოს ორმაგი დუბლის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონმა მატჩი 9 ქულის სხვაობით დათმო. 

22 წლის ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 15:31 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში, 2 დაცვაში) და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილს თამაშიდან სროლა არ წაუვიდა - 5 მცდელობიდან ვერცერთი ჩააგდო, ქულები კი საჯარიმოებით დააგროვა - 4-იდან 4. სანდროს ანგარიშზე ასევე 2 დაკარგვა და 3 ჯარიმაა.
 
შეხვედრა ბაქსმა უკეთესად დაიწყო, მაგრამ მეორე მეოთხედიდან უპირატესობა დათმო და დიდ შესვენებაზე უკვე 17-ქულიანი ჩამორჩენა ჰქონდა. მეორე ნახევარში დალასმა მასპინძლებს თამაშში დაბრუნების შანსი აღარ მისცა. 

მილუოკის ბერძენმა სუპერვარსკვლავმა 26 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, დალასიდან კი შედეგიანობით ჯალენ ბრანსონი გამოირჩა, რომელმაც 17 ქულა ჩააგდო. 

სანდრო მამუკელაშვილის გუნდი, რომელმაც პრესეზონის 4 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, NBA-ს რეგულარულ სეზონს 20 ოქტომბერს, ბრუკინ ნეტსთან საშინაო შეხვედრით დაიწყებს.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები