Thumbnail

NBA-ს 2021/22 წლების სეზონის დაწყებამდე ლიგის გუნდებმა პრესეზონის ბოლო მატჩები ჩაატარეს. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა საკუთარ მოედანზე კლივლდენ კავალიერსი მიიღო და 16 ქულის სხვაობით დამარცხდა, თუმცა პირადად 20 წლის ქართველი ცენტრისთვის ეს თამაში წარმატებული იყო.

გოგამ ამ შეხვედრაში 23:28 წუთი ითამაშა და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - 18 ქულა, რაც ამ მატჩში ორივე გუნდში საუკეთესო შედეგიც იყო! ბითაძემ 7 სამქულიანიდან 4 ჩააგდო, საშუალო დისტანციიდან - 3-იდან 2, საჯარიმოდანაც - 3-იდან 2. მის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (1 შეტევაში, 5 დაცვაში) და 3 დაფარება იყო, პლუს - არცერთი დაკარგვა და პერსონალური ფოლი. 


სტუმრებმა შეხვედრის პირველ მეოთხედშივე შეძლეს ანგარიშში უპირატესობის მოპოვება და ის თამაშის ბოლომდე შეინარჩუნეს. გამარჯვებულებს ჩედი ოსმანმა ულიდერა - 14 ქულით, ინდიანაში კი 12 ქულა აიზია ჯექსონს ჰქონდა.

ინდიანა პეისერსი NBA-ს რეგულარულ ჩემპიონატს 21 ოქტომბერს დაიწყებს. ბითაძის გუნდი სტუმრად შარლოტ ჰორნეტსს დაუპირისპირდება.

გამოკითხვა

ვინ გახდება NBA-ს ჩემპიონი?

  • ბრუკლინი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • გოლდენ სტეიტი
  • იუტა
  • კლიპერსი
  • დენვერი
  • სხვა გუნდი

 

კომენტარები

ბოლო ამბები