Thumbnail

მინიმუმ 2 თვე ვერ ითამაშებს - თორნიკე შენგელიას ტრავმა მძიმე გამოდგა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • თორნიკე შენგელიას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა
  • 30 წლის კალათბურთელმა მხარი ზენიტთან მატჩში იტკინა

საქართველოს ნაკრების კაპიტანი და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაახლოებით 2 თვე ვერ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსული კლუბის ვებ-გვერდმა გაავრცელა.

შენგელიამ ევროლიგაზე ზენიტთან მატჩის შემდეგ მარჯვენა მხრის სახსრის ტკივილი იგრძნო და კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდა. ექიმების წინასწარი შეფასებით, ქართველი მძიმე ფორვარდი მინიმუმ ორ თვეს გამოტოვებს, ხოლო მკურნალობის გეგმა და გამოჯანმრთელების ზუსტი დრო კონსულტაციების დასრულების შემდეგ განისაზღვრება.

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონი შედეგიანად დაიწყო და ევროლიგის სამი ტურიდან ორჯერ (ბოლო ორში ზედიზედ) MVP გახდა. მას ევროლიგის სამ შეხვედრაში საშუალოდ 21 ქულა, 6 მოხსნა, 1.7 პასი და 1.3 ჩაჭრა ჰქონდა.

ზენიტთან ბოლო მატჩში თორნიკემ 33 ქულა ჩააგდო, რითაც ევროლიგის პირადი რეკორდი დააფიქსირა, მაგრამ ამავდროულად, ეს თამაში მისთვის ძალზე უიღბლო გამოდგა. როგორც სჩანს, მიმდინარე წელს ის პარკეტზე გასვლას ვეღარ მოახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები