Thumbnail

რაგბი | შავი ლომის შემადგენლობა სუპერთასის ისტორიული მატჩისთვის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის შავი ლომის სამწვრთნელო შტაბმა ისტორიული თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა. გუნდი, რომელიც აგვისტოში შეიქმნა, თავის პირველ შეხვედრას რაგბი ევროპის სუპერთასის ეგიდით, 16 ოქტომბერს (17 საათიდან) “ავჭალაზე“ გამართავს, მეტოქე კი ისრაელის თელავივ ჰითი იქნება.

ებრაელებმა პროფესიული ფრენჩაიზი სპეციალურად ამ ტურნირისთვის ჩამოაყალიბეს და შემადგენლობა უმთავრესად სამხრეთაფრიკელი, კუნძულელი და ინგლისელი ლეგიონერებით დააკომპლექტეს. შავი ლომის მსგავსად, თელ ავივ ჰითიც 16 ოქტომბერს ისტორიულ, პირველ მატჩს ჩაატარებს.

“მეტოქის შესახებ ამ ეტაპზე სახელი და გვარების გარდა პრაქტიკულად არაფერი ვიცით. მწვრთნელი არაა ისეთი ცნობილი, რომ მისი სათამაშო ფილოსოფიის შესახებ რამე დასკვნები გამოვიტანოთ. გუნდი ძირითადად სამხრეთაფრიკელი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ზოგადად მათ ძალისმიერი თამაში უყვართ და კარგი გამქცევებიც ყავთ. მორაგბეთა შორის რამდენიმე ძლიერი ინდივიდუალისტია, თუმცა როგორ მოერგებიან ისინი გუნდს, არ ვიცით“ – განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდთან საუბარში შავი ლომის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

შავი ლომი ისრაელის წარმომადგენელ ფრენჩაიზს 16 ოქტომბერს ეთამაშება

ბორჯღალოსნების თავკაცმა კოვიდ-ვირუსის გადატანის შემდეგ, უსწრაფესად გაიარა რეაბილიტაცია, გუნდს შეკრებაზე შეუერთდა და რაგბი ევროპის სუპერთასზე პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

“წარმოადგენდე შავ ლომს პირველ, ისტორიულ შეხვედრაში, უდიდესი პასუხისმგებლობაა. ის ქართული რაგბისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია და მისი კვართით თამაში ნებისმიერი მოთამაშისთვის გამოწვევაა. დარწმუნებული ვარ, 16-ში თავს არავინ დაზოგავს და მოედანზე ყველა შესაძლებლობის მაქსიმუმს დადებს. თუ არ ჩავთვლით ძველ ტრავმებს, რომლებიც მოთამაშეებს გაუმიზეზდათ, კარგად ვართ მომზადებული. სამწუხაროდ, ოფიციალურ შეხვედრამდე ტესტ-მატჩის გამართვა ვერ მოვახერხეთ. მოედანზე მოსაგებად გავდივართ და ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ თამაშის მართვას“.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის სუპერთასის აღმოსავლეთ კონფერენციაში შავი ლომი (საქართველო), თელ ავივ ჰითი (ისრაელი), ენისეი (რუსეთი) და ლოკომოტივ პენზა (რუსეთი) ირიცხებიან. რუსულმა გუნდებმა კი უკვე 2-ჯერ ითამაშეს ორივე შემთხვევაში გამარვება ენისეის დარჩა. დასავლეთ კონფერენციაში 2 მოგებით პორტუგალიური ლუზიტანოსი ლიდერობს, რომლის მეტოქეებიც დელტა (ნიდერლანდები), ბრიუსელი (ბელგია), კასტილია (ესპანეთი). ტურნირის ფორმატის თანახმად, ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. ნახევარფინალები გაისად აპრილშია დაგეგმილი, ფინალი კი მაისში შედგება.

შავი ლომი თელ ავივ ჰითთან მატჩისთვის

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე;

შერკინება: 1. გოგა ქადარია, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. მიხეილ წიკლაური, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. დავით გიგაური, 6. ნიკო აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. მიხეილ ორაგველიძე, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია, 21. თენგიზ პერანიძე, 22. ლაშა ხმალაძე, 23. მირიან მოდებაძე.

Rugby Europe Super Cup | ესეც ჩვენი პირველი შემადგენლობა ⚫️🦁🏉 გაიგე მეტი აქ shorturl.at/lCLV8 შავი ლომი v Tel Aviv...

Posted by შავი ლომი . Black Lion on Friday, October 15, 2021

კომენტარები

ბოლო ამბები