Thumbnail

'მომდევნო 30 წელი დომინანტი იქნება' - იურგენ კლოპი ნიუკასლზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლივერპულის მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ ნიუკასლ იუნაიტედი მსოფლიო ფეხბურთის დომინანტი გახდება. გერმანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ ხალხი სუპერლიგის წინააღმდეგი იყო, მაგრამ ახლა თავისი სუპერლიგა ერთ კლუბს ექნება, რომელსაც სხვები კონკურენციას ვერ გაუწევენ.

"მხოლოდ ფეხბურთზე თუ ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, გრძელვადიან პესრპექტივაში ისინი სუპერძალა გახდებიან. რამდენადაც მე ვიცი, ეს არის მსოფლიოში მე-3 საფეხბურთო კლუბი, რომელსაც მთელი ქვეყანა ფლობს. რასაკვირველია, მათ წინაშე დიდი შესაძლებლობები ჩნდება. მთელი მსოფლიო სამართლიანად განაწყენდა სუპერლიგის შექმნის გამო, მაგრამ ახლა ესეც სუპერლიგაა - მხოლოდ ერთი კლუბისთვის. მომდევნო 20-30 წლის განმავლობაში ნიუკასლს მსოფლიო ფეხბურთში დომინანტური როლი ექნება და ჩვენ უბრალოდ ამას უნდა შევეგუოთ", - თქვა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური კლუბის ახალი მფლობელი საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი გახდა, რომლის ბიუჯეტიც 320 მილიარდ ფუნტ სტერლინგს უტოლდება. შესაბამისად, ფეხბურთში ყველაზე მდიდარი მეპატრონე სწორედ ნიუკასლს ჰყავს.

კომენტარები

ბოლო ამბები