Thumbnail
  • ზენიტი 79:71 ბაიერნი
  • კონერ ფრენკამპი - 12 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი

საქართველოს ნაკრების გამთამაშებლის, კონერ ფრენკამპის ზენიტმა ევროლიგის მე-4 ტურში მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა და 79:71 დაამარცხა. რუსულ კლუბს 4-დან 3 გამარჯვება აქვს, ის მხოლოდ თორნიკე შენგელიას (33 ქულა) ცსკა-სთან დამარცხდა.

ფრენკამპი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა, მან 17:25 წუთში გუნდს 12 ქულა მოუტანა. მის ანგარიშზე თითო მოხსნა და პასიც, ფრენკამპმა თამაში 5 ფოლით დაასრულა. კონერის მარგი ქმედების კოეფიციენტი 6 იყო. პირველი ტურის შემდეგ (18 ქულა უნიქსთან) ეს საქართველოს ნაკრების წევრის საუკეთესო თამაში იყო ევროლიგაში (3 ქულა ჟალგირისთან, 2 - ცსკა-სთან). 

კომენტარები

ბოლო ამბები