Thumbnail

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში 7 ქართველი მორაგბე მოხვდა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რაგბი ევროპამ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ მასში ერთბაშად 7 ქართველი მორაგბე მოხვდა.

საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდნენ ბურჯი ირაკლი აფციაური, მესამეხაზელები რატი ზაზაძე და ნიკოლოზ სუთიძე, 9 ნომერი დავით ხუროშვილი, მგეზავი პეტრე ხუციშვილი და გარემარბები – შალვა აფციაური და საბა არჩვაძე.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა რუსეთის ქალაქ კალინინგრადში გამართული ტურნირი ძალიან დამაჯერებლად მოიგეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგეს. ქართველმა მორაგბეებმა მეოთხედფინალში ჩეხეთი 76:0 გაანადგურეს, ნახევარფინალში ბელგიელებს 37:3 სძლიეს, ფინალში კი პორტუგალიას აჯობეს – 27:0.

კომენტარები

ბოლო ამბები