Thumbnail

რუმინული კლუბის მფლობელმა თავისი ფეხბურთელების აცრა აკრძალა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • FCSB-ის მფლობელს ვაქცინის გაკეთებას ურჩევნია, პისტოლეტიდან ესროლონ
  • გეორგე ბეკალის თქმით, კლუბში COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა არ ჩატარდება 

რუმინული კლუბის FCSB-ის მფლობელს გეორგე ბეკალის თავისი გუნდის ფეხბურთელების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა აკრძალული აქვს. ბეკალის თქმით, ვაქცინის გაკეთებას ურჩევნია, პისტოლეტიდან ესროლონ.

"მაგიდაზე ერთმანეთის გვერდით ვაქცინა და პისტოლეტი რომ მედოს, ვარჩევ, რომ ტყვია მესროლონ. FCSB-ში ვაქცინაცია არ ჩატარდება", - აქვეყნებს ბეკალის სიტყვებს რუმინელი ჟურნალისტი. 
 
ცნობისთვის, ბუქარესტის კლუბი FCSB 1961-2017 წლებში სტიაუას სახელით გამოდიოდა. 

რუმინეთის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონში FCSB-ს 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა და 9 ქულით ჩამორჩება ლიდერ ჩფრ კლუჟს, რომელიც მოქმედი ჩემპიონია. 

კორონავირუსის პანდემიამ 2019 წლის ბოლოს, ჩინეთში იფეთქა და შემდეგ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. კოვიდთან ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად ამ დრომდე ვაქცინაცია რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები