Thumbnail

მიქაუტაძე მწყობრშია - გიორგიმ საქართველოს ნაკრებში მიღებული ტრავმა მოირჩინა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საბერძნეთთან მატჩში დაშავებული 20 წლის ფორვარდი უკვე გამოჯანრთელდა
  • ქართველი ფეხბურთელი სერენს ჟუპილერ ლიგის მომავალ ტურში დაეხმარება

სერენის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ტრავმა საქართველოს ნაკრების მატჩში მიიღო და ვილი სანიოლის გუნდს ნაადრევად გამოაკლდა, ამჟამად მწყობრშია და ბელგიურ კლუბში მომავალი მატჩისთვის  ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სერენის მთავარ მწვრთნელზე ჟორდი კონდომზე დაყრდნობით ავრცელებს.

20 წლის ფორვარმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, საბერძნეთთან ბათუმში გამართულ შეხვედრაში (0:2) ითამაშა. ვილი სანიოლმა გიორგი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა, 59-ე წუთზე კი თორნიკე ოქრიაშვილით შეცვალა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძემ ამ თამაშში ტრავმა მიიღო და ნაკრებს სტუმრად კოსოვოსთან რამდენიმე დღეში გასამართ დაპირისპირებაში (2:1) ვეღარ დაეხმარებოდა. 

სერენს უახლოესი მატჩი 16 ოქტომბერს, ჟუპილერ ლიგის მე-11 ტურში, სტუმრად როიალ უნიონთან უწევს. როგორც ჩანს, 20 წლის ქართველი თავდამსხმელი ამ მატჩისთვის სტუმართა განაცხადში იქნება.

გიორგიმ საქართველოს ნაკრების შეკრება ნაადრევად დატოვა

გიორგი მიქაუტაძე სერენის ღირსებას იჯარით იცავს, მასზე უფლებებს კი ფრანგული მეცი ფლობს. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა ჟუპილერ ლიგის 4 მატჩში ითამაშა და ამდენივე გოლი შეაგდო. განსაკუთრებით წარმატებული გიორგისთვის ბოლო, მე-10 ტური გამოდგა - ზულტე ვარეგემთან შესრულებული ჰეთ თრიკით გამოირჩა და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც დასახელდა

ბელგიის ჟუპილერ ლიგაში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ, სერენს 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს.

 

კომენტარები

ბოლო ამბები