Thumbnail

2026 წლამდე - ბარსელონამ პედრისთან ახალი კონტრაქტი დაადასტურა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბარსელონამ პედრის ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
  • 18 წლის ესპანელი ამომავალ ვარსკვლავად ითვლება

ესპანურმა ბარსელონამ ნიჭიერ ნახევარმცველ პედრის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ბლაუგრანას ვებგვერდის ცნობით, ესპანელი ფეხბურთელი კლუბში 2026 წლის 30 ივნისამდე დარჩება. არაოფიციალური ინფორმაციით, კონტრაქტში მითითებულია, რომ პედრის გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდი ევრო იქნება, რაც ნამდვილად საოცარი ფასია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბარსელონა
  • ფრე
  • ვალენსია

შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ 16 წლის პედრი 2019 წელს ლას პალმასიდან აიყვანა და მის სანაცვლოდ მხოლოდ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. 2020 წლის ზაფხულში ის კატალონიელთა ძირითად გუნდს შეუერთდა და ფაქტობრივად, მყისიერად სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

საინტერესოა, რომ გასულ სეზონში პედრიმ ბარსელონას და ესპანეთის ეროვნული და ოლიმპიური ნაკრებების მაისურით ჯამში 73 მატჩი ჩაატარა და რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. მან 1 თამაშით გაუსწრო პორტუგალიის ნაკრებისა და მანჩესტერ იუნაიტედის ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშს. ამას გარდა, უეფამ პედრო ევროპის პირველობის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. მიმდინარე სეზონის სტარტზე მან ტრავმა მიიღო და ახლა, რეაბილიტაციას გადის.

კომენტარები

ბოლო ამბები