Thumbnail

ბარსელონას მორიგი პრობლემა - არაუხო ელ კლასიკოს გამოტოვებს

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • რონალდ არაუხოს სავარაუდოდ 2-3 კვირა გაუცდება
  • ურუგვაელმა ტრავმა სანაკრებო პაუზის დროს მიიღო

ბარსელონამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ რონალდ არაუხოს მარჯვენა მუხლის ტრავმა აქვს. ახალგაზრდა ურუგვაელი ცენტრალური მცველი კატალონიურ კლუბს უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება სანაკრებო პაუზის დროს მიიღო. ურუგვაისა და არგენტინის მატჩში, რომელშიც არგენტინელებმა 3:0 იმარჯვეს, არაუხო 73-ე წუთზე მუხლის ტკივილის გამო შეცვალეს.

დღეს დილით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად ცნობილი გახდა, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი 2-3 კვირას გამოტოვებს. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი არ იქნება კვირას ვალენსიას წინააღმდეგ გასამართ მატჩში. არაუხო ასევე გამოტოვებს 24 ოქტომბერს მადრიდის რეალთან დაპირისპირებას.

რონალდ არაუხომ ტრავმების გამო გასულ სეზონში 15 შეხვედრა გამოტოვა. ურუგვაელმა მცველმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა. 

კომენტარები

ბოლო ამბები