Thumbnail

'შეგვიძლია აზრი შევაცვლევინოთ' - პოჩეტინო მბაპესა და ახალ კონტრაქტზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მაურისიო პოჩეტინო ფიქრობს, რომ მბაპემ შეიძლება აზრი შეიცვალოს
  • 22 წლის ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი რვა თვეში იწურება
  • მბაპეს ოცნება რეალში თამაშია და ეს არასდროს დაუმალავს

პარი სენ-ჟერმენის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო იმედოვნებს, რომ კილიან მბაპე აზრს შეიცვლის და პარიზულ გუნდში დარჩენას გადაწყვეტს. არგენტინელი სპეციალისტის თქმით, კლუბს აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მბაპე დარჩენაში დაარწმუნოს.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • პსჟ
  • ფრე
  • ანჟერი

"მან თავისი პოზიცია რამდენიმე თვის წინ გვაცნობა, მაგრამ მომავალში შეიძლება ის შეიცვალოს. კლუბს იმედი აქვს, რომ მის გადარწმუნებას შეძლებს, შესთავაზებს ყველაფერს, რომ ბედნიერი იყოს და ფეხბურთით ისიამოვნოს. ამის შემდეგ მისი გადასაწყვეტი იქნება, დათანხმდება თუ არა დარჩენაზე. აზრის შეცვლის შესაძლებლობა არსებობს. არაფრის ვარაუდი არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, მბაპეს შეუძლია ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს, რომელიც მის წინაშე წარმოიქმნება", - თქვა პოჩეტინომ.

ბაპეს ოცნება მადრიდის რეალში თამაშია

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა "ოქროს ბურთის" შესახებაც ისაუბრა და ეჭვი არ ეპარება, რომ ეს ჯილდო ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს:

"მას რომც არ ვავარჯიშებდე, მაინც მესის ავირჩევდი, ეს ეჭვგარეშეა. მეორე ადგილზე ლევანდოვსკის დავაყენებდი, ხოლო მესამეზე - კრიშტიანოს".

კილიან მბაპეს პარი სენ-ჟერმენთან კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისს ეწურება და მან ცოტა ხნის წინ რეალში გადასვლის სურვილი საჯაროდ გამოხატა. ისიც თქვა, რომ ზაფხულში მადრიდულ გრანდში გადასვლას ცდილობდა და პარიზელებს ამის შესახებ აცნობა. ჯერჯერობით, მხარეები ახალ კონტრაქტზე არ შეთანხმებულან და არსებობს შესაძლებლობა, რომ ფრანგმა ვარსკვლავმა პსჟ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. რაც შეეხება "ოქროს ბურთს", გამარჯვებულის ვინაობა 29 ნოემბერს გაირკვევა.

კომენტარები

ბოლო ამბები