Thumbnail
  • მიუნხენის ბაიერნმა შესაძლოა, ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერზე იმუშაოს
  • 21 წლის ფორვარდის კონტრაქტში ზაფხულში ახალი პუნქტი გააქტიურდება

მიუნხენის ბაიერნი რობერტ ლევანდოვსკის ერლინგ ჰაალანდით შეცვლის. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პოლონელი ფორვარდი ზაფხულში გუნდის დატოვებას გადაწყვეტს. გერმანული გიგანტი აქცენტს ნორვეგიელი თავდამსხმელის ტრანსფერზე გააკეთებს.

"ბილდის" ინფორმაციით, ბაიერნს ჰაალანდის ტრანსფერი 75 მილიონი ევრო დაუჯდება - ეს არის კომპენსაციის ოდენობა, რომელიც ერლინგის კონტრაქტში მომავალ ზაფხულს გააქტიურდება. გარდა ამისა, 30-40 მილიონი ევრო იქნება ფეხბურთელის აგენტის, მინო რაიოლას საკომისიო.

აღსანიშნავია, რომ ჰაალანდს სურს, რომ ხელფასის სახით სეზონში მინიმუმ 30 მილიონი ევრო მიიღოს და მის მიმართ ინტერესს ბაიერნის გარდა, არაერთი ევროპული გრანდი იჩენს, მათ შორის, მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი.

ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდში 2020 წლის იანვრიდან თამაშობს და 67 მატჩში 68 გოლი აქვს გატანილი. 21 წლის ფორვარდისთვის მიმდინარე სეზონიც შესანიშნავია და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 8 შეხვედრაში თავის გამოჩენა 11-ჯერ მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები