Thumbnail
  • მაიკ მენიოს მაჯის ტრავმა აქვს და მილანს ორ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
  • როსონერიმ ახალი მეკარე დაიმატა, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო

საფრანგეთის ნაკრებისა და იტალიურ მილანის მეკარე, მაიკ მენიო საკუთარ გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. იტალიური კლუბის ინფორმაციით, მენიომ მაჯის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს 10 კვირაზე მეტხანს ვერ დაეხმარება და მილანმა ახალი მეკარე დაიმატა.

როსონერის ღირსებას ანტონიო მირანტე დაიცავს, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო. 38 წლის მეკარე ბოლოს რომას რიგებში თამაშობდა. მირანტე იუვენტუსის აღზრდილია, ის კარიერის განმავლობაში სიენაში, კროტონეში, სამპდორიაში, პარმასა და ბოლონიაში თამაშობდა.

ანტონიო მირანტეს გარდა, მილანის რიგებში ორი მეკარე იქნება - რუმინელი ჩიპრიან ტატარუშანუ და იტალიელი ალესანდრო პლიცარი.

კომენტარები

ბოლო ამბები