Thumbnail

ევროლიგამ 2021/22 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის III ტურის მოთამაშედ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს კალათბურთელი თორნიკე შენგელია დაასახელა.

თორნიკემ მე-3 ტურში ზენიტთან 77:67 მოგებულ მატჩში ევროლიგაზე პირადი რეკორდი დაამყარა - 33 ქულა. მის ანგარიშზე იყო 8 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა. თორნიკეს სარგებლიანობის კოეფიციენტი 37 იყო, რაც არა მარტო მატჩში, მესამე ტურში აღმოჩნდა საუკეთესო. ტურში მეორე ადგილზე გავიდა მაიკ ჯეიმსი (მონაკო), შენგელიას ყოფილი თანაგუნდელი 34 კოეფიციენტით.

შენგელიამ ზენიტთან ევროლიგაში პირადი რეკორდი დაამყარა

ამრიგად თორნიკე კარიერაში მეექვსედ, ხოლო ცსკა-ს მაისურით მეორედ (თანაც, ზედიზედ) გახდა ევროლიგის ტურის MVP. წინა ტურში მან ეს ეფესთან 100:96 მოგებულ მატჩში დაიმსახურა, როცა გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მოუტანა.

თორნიკემ ჯილდო ზედიზედ მეორედ კარიერაში პირველად მოიგო. 017/18 წლების სეზონში მან ბასკონიას მაისურით მე-14 და 24-ე ტურების MVP იყო, 2019/20 წლების სეზონში მან MVP-ის ტიტული მე-4 და მე-6 ტურებში მოიპოვა. თითოჯერ ტურის MVP ზაზა ფაჩულია და მანუჩარ მარკოიშვილი ყოფილან. სხვათა შორის, 4-ჯერ MVP რიკი ჰიკმანი გახდა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა და ევრობასკეტ 2013-ზეც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები