Thumbnail

წინააღმდეგი მხოლოდ მეცი იყო - ლიგა 1-ში კლუბების რიცხვი მცირდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • საფრანგეთის ჩემპიონატში კლუბების რაოდენობა მცირდება
  • ტოპკლუბებიდან წინააღმდეგი მხოლოდ მეცი წავიდა

საფრანგეთის პროფესიული ლიგის (LFP) ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში კლუბების რიცხვი შემცირდება. 2022/23 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ლიგა 1-დან 4 კლუბი გავარდება, რომელთაც ლიგა 2-ის ორი საუკეთესო კლუბი ჩაანაცვლებს. ასე რომ, 2023/24 წლების სეზონს საფრანგეთის ჩემპიონატი 18 კლუბით დაიწყებს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • პსჟ
  • ფრე
  • ანჟერი

აღსანიშნავია, რომ RMC Sport-ის ინფორმაციით, ტოპლიგის კლუბებიდან ამის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ მეცმა მისცა (გიორგი მიქაუტაძის კლუბი). LFP-ის ხელმძღვანელობამ ცვლილება ორი პროფესიული ლიგის (ლიგა 1, ლიგა 2) უკეთესი კომუნიკაციის სურვილით და ტელეჩვენებებზე უფლებების ახალი ციკლით (რომელიც 2024 წლიდან შედის ძალაში) ახსნა. 

აღსანიშნავია, რომ ევროპის TOP 5 ლიგებიდან ოთხში 20-20 კლუბი თამაშობს (პრემიერლიგა, ლა ლიგა, სერია A, ლიგა 1), 18 კლუბი მხოლოდ ბუნდესლიგაშია. ლიგა 1 20 კლუბამდე 2002/03 წლების სეზონიდან გაიზარდა. ლიგა 1-ის ჩემპიონი 10-ჯერ გახდა სენტ ეტიენი. 9-9-ჯერ - მარსელი და პარი სენ-ჟერმენი; 8-8-ჯერ მონაკო და ნანტი, ხოლო 7-ჯერ - ლიონი. 

კომენტარები

ბოლო ამბები