Thumbnail

Transfermarkt-მა ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ფასები განაახლა და ვალენსიას 21 წლის გოლკიპერის, გიორგი მამარდაშვილის ღირებულება თითქმის გაოთხმაგდა - ესპანურ კლუბში იჯარით მისული ქართველი მეკარის ფასი დღემდე €800 000 იყო, დღეიდან კი 3 მილიონი ევროა. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • შუქურა
  • ფრე
  • დინამო ბათუმი

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი ვალენსიაში ამ ზაფხულს გადავიდა და ყველასთვის გასაკვირად, პირველი გოლკიპერის სტატუსი მოიპოვა - ლა ლიგაში 6 მატჩიც ითამაშა (7 გოლი გაუშვა). მხოლოდ სევილიასთან დაშვებული შეცდომების შემდეგ, ხოსე ბორდალასმა გიორგი გაცილებით გამოცდილი იასპერ სილესენით შეცვალა. 

ფაქტია, Transfermarkt-ზე ყველას უფასდება თავის გამოჩენა. ახლახან მნიშვნელოვნად გაიზარდა გიორგი მიქაუტაძისა და საბა ლობჟანიძის ღირებულება. ახლა კი მამარდაშვილის ჯერია. დღეიდან გიორგიზე ძვირი ქართველ ფეხბურთელებში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელია (18 მლნ) და საბა ლობჟანიძეა (3.4 მლნ). ამდენივე აქვთ საბაზრო ფასი დავით ხოჭოლავასა და ოთარ კიტეიშვილს. 

ქართველი ფეხბურთელები. TOP 10. TRANSFERMARKT

1. ხვიჩა კვარაცხელია - €18 000 000

2. საბა ლობჟანიძე - €3 400 000

3. გიორგი მამარდაშვილი - 3 000 000

3. დავით ხოჭოლავა - 3 000 000

3. ოთარ კიტეიშვილი - 3 000 000

6. გიორგი ჩაკვეტაძე - 2 700 000

7. საბა კვერკველია - 2 500 000

8. ჯიმი ტაბიძე - 2 500 000

8. ზურიკო დავითაშვილი - 2 500 000

10. ლევან შენგელია - 2 000 000

მილიონზე მეტად შეფასებულნი არიან: 11. გიორგი ქვილითაია - 1.8 მლნ; 11. გიორგი მიქაუტაძე - 1.8 მლნ; 13. ვაკო ყაზაიშვილი - €1.6 მლნ; 14. ვაკო გვილია - €1.5 მლნ; 15. გიორგი წიტაიშვილი - €1.2 მლნ; 16. გიორგი მაკარიძე - €1 მლნ; 17. თორნიკე ოქრიაშვილი - €1 მლნ და 18. ნიკა ნინუა - €1 მლნ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ბრაზილია
  • ფრე
  • ურუგვაი

კომენტარები

ბოლო ამბები