Thumbnail
  • დორტმუნდის 21 წლის ფორვარდის მსურველთა რიცხვს სიტიც შეემატა
  • თავის დროზე მანჩესტერის კლუბის ღირსებას ერლინგის მამაც იცავდა
  • მინო რაიოლასთან მოლაპარაკებები იანვრიდან უნდა დაიწყოს

დორტმუნდის ბორუსიას და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელი ერლინგ ჰაალანდი მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობის ინტერესის სფეროში მოექცა. ინგლისური კლუბი 21 წლის ფეხბურთელს 2022 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მთავარ სამიზნედ განიხილავს. 

ინგლისური მედიის ინფორმაციით, მანესტერ სიტი ჰაალანდის აგენტთან, მინო რაიოლასთან შეხვედრას და ნორვეგიელი ფორვარდის შეძენის შესაძლებლობის განხილვას აპირებს. მოლაპარაკებების დაწყება უკვე იანვრიდან იგეგმება. 

ერლინგის მამა მანჩესტერ სიტიში თამაშობდა

აღსანიშნავია, რომ ერლინგ ჰაალანდის მამა ალფ-ინგე ჰაალანდიც, თავის დროს დროზე მანჩესტერ სიტიში გამოდიოდა, რომლის ღირსებას 2000-03 წლებში იცავდა.

სხვა საქმეა, რომ დორტმუნდში თავიანთ თავდამსხმელთან განშორება არ სურთ და აპირებენ მას გაორმაგებული ხელფასი შესთავაზონ, თუმცა კლუბში არც იმას მალავენ, რომ ნორვეგიელის შემცვლელის ძიებას იწყებენ. ამას გარდა, ერლინგით ასევე დაინტერესებული არიან მადრიდის რეალი და ბარელონა.

ერლინგი პატარაობაში მანჩესტერ სიტის გულშემატკივრობდა

ერლინგ ჰაალანდს გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის სატრანსფერო ფასად კი 150 მილიონი ევრო სახელდება. მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა დორტმუნდის ღირსება ბუნდესლიგის 5 მატჩში დაიცვა, რომლებშიც 7 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოირჩა. 

კომენტარები

ბოლო ამბები