Thumbnail

ალექს ფერგიუსონი: ინგლისის მწვრთნელობა შემომთავაზეს, ალბათ, 10 წამი ვიფიქრე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'ეს ვერ მოხდებოდა. წარმოიდგინეთ, შოტლანდიაში რას მიზამდნენ'
  • მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა თავკაცმა საინტერესო ამბავი გაიხსენა

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ამბავი გაიხსენა. როგორც ირკვევა, მას ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტს სთავაზობდნენ, თუმცა, შოტლანდიელმა სპეციალისტმა მტკიცე უარი განაცხადა:

“ამ სამუშაოს არცერთ შემთხვევაში არ დავთანხმდებოდი. ერთხელ იუნაიტედის თავმჯდომარე მარტინ ედვარდსის საშუალებით შემომეხმიანენ. მას მკაფიოდ ვუპასუხე: დაივიწყე ეგ ამბავი, არ მაინტერესებს. მოგვიანებით ინგლისელები უკვე პირადად დამელაპარაკნენ. დიდი ხანი არ მიფიქრია, ალბათ, 10 წამი. ინგლისის ნაკრებში ნამდვილად არ მივიდოდი. ეს ვერ მოხდებოდა. წარმოიდგინეთ, შოტლანდიაში რას მიზამდნენ”.

სერ ალექსი, რომელიც 31 დეკემბერს 80 წლის ხდება, მანჩესტერ იუნაიტედს 1986-2013 წლებში ავარჯიშებდა და პრემიერლიგა 13-ჯერ აქვს მოგებული, ინგლისის ასოციაციის თასი – 5-ჯერ, ლიგის თასი – 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – 3-ჯერ, თასების მფლობელთა თასი, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი კი – თითოჯერ.

კომენტარები

ბოლო ამბები