Thumbnail

3 ქართული ლელო TOP 10-ში - საუკეთესოდ საბა არჩვაძის შეტევა აღიარეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე

რაგბი ევროპამ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო 10 ლელო შეარჩია, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების წევრთა 3 ლელოცაა.

შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირის ფინალში პორტუგალიას 27:0 სძლიეს და ოქროს მედლების მფლობელები ზედიზედ მესამედ გახდნენ, საუკეთესოდ კი საბა არჩვაძის ლელო აღიარეს.

სწორედ პორტუგალიელებთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფულბექმა მეტოქის მიერ ფეხით გადაკიდებული ბურთი დაიჭირა, ხაზი გაარღვია და ინდივიდუალური, დაახლოებით 60-მეტრიანი შეტევა ლელოთი დაასრულა.

TOP 10-შია დავით ხუროშვილისა და ლუკა სახელაშვილის ლელოებიც, შესაბამისად, ბელგიასთან და ჩეხეთთან მატჩებში. შეგახსენებთ, რომ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა კალინინგრადში გამართულ ევროპირველობაზე მეოთხედფინალში ჩეხები 76:0 გაანადგურეს, ხოლო ნახევარფინალში ბელგიელებს 37:3 სძლიეს.

,

კომენტარები

ბოლო ამბები