Thumbnail
  • რეგულაცია კატალონიის რეგიონულმა მთავრობამ მიიღო
  • ბარსა სავსე ტრიბუნების წინ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშებს  

კატალონიის რეგიონული მთავრობის გადაწყვეტილებით, გარე სპორტულ აქტივობებზე, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაწესებული დასწრების შეზღუდვა გაუქმდა. ამის შესახებ კატალონიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტმა პერე არაგონესმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბარსელონასა და ესპანიოლს შეეძლებათ საშინაო არენებზე მაყურებელთა 100 პროცენტი დაუშვან. "კამპ ნოუ" 2020 წლის მარტის შემდეგ არ გავსებულა.

ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, კატალონიელები სავსე ტრიბუნების ფონზე პირველ საშინაო შეხვედრას კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე, ვალენსიას წინააღმდეგ გამართავენ, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს. 

გარდა ამისა, 24 ოქტომბერს ბარსელონა მადრიდის რეალს უმასპინძლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ გაუქმებული რეგულაციის გამო, "ელ კლასიკოც" სავსე ტრიბუნების ფონზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კატალონიელთა საშინაო არენა 99 354 მაყურებელს იტევს.

კომენტარები

ბოლო ამბები