Thumbnail

ახალი ტექნოლოგია ყატარი 2022-ზე - სისტემა არსენ ვენგერმა დააანონსა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ყატარში ოფსაიდის ავტომატურად დამდგენი სისტემის გამოყენება იგეგმება
  • არსენ ვენგერმა მუნდიალზე ფიფას გეგმების შესახებ წინასწარ ილაპარაკა

ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების განყოფილების დირექტორმა არსენ ვენგერმა განაცხადა, რომ ყატარში 2022 წელს დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაძლოა თამაშგარე მდგომარეობის ავტომატურად დამდგენი სისტემა გამოიყენონ. 

"უნდა გავაგრძელოთ მუშაობა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების კუთხით, განსაკუთრებით კი ეს ოფსაიდს ეხება. მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თამაშგარე მდგომარეობას უფრო სწრაფად დავადგენთ. პაუზაც ნაკლები იქნება, რადგან VAR-ს ხშირად იყენებენ საეჭვო ოფსაიდების დროს. 

არსებობს მაღალი ალბათობა იმისა, რომ 2022 წლის მუნდიალზე თამაშგარე მდგომარეობის დადგენა ავტომატიზირებულად მოხდება. ვალდებული ვიყავი ეს ინფორმაცია საიდუმლოდ შემენახა, მაგრამ ეს მსაჯების საქმიანობაში მომდევნო დიდი ცვლილებაა", - აქვეყნებს ვენგერის სიტყვებს Goal.com

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატს ფეხბურთში ყატარი უმასპინძლებს. ტურნირი 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.

71 წლის არსენ ვენგერი, რომელმაც ლონდონის არსენალში მწვრთნელად 22 წელიწადი გაატარა და ჯამში 17 ტიტული, მათ შორის სამჯერ პრემიერლიგა მოიგო, ფიფაში 2019 წლიდან მუშაობს.

კომენტარები

ბოლო ამბები