Thumbnail

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კოსოვოს ნაკრები სტუმრად 2:1 დაამარცხა და არა მარტო მიმდინარე ციკლში, არამედ ზოგადად, მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 9-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ კომენტარი თორნიკე ოქრიაშვილმა გააკეთა, რომელმაც ამ შეხვედრაში ანგარიში გახსნა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

"მინდა, პირველ რიგში ბათუმში მომხდარი ტრაგედიას გამოვეხმაურო, თითოეულ ადამიანს ვიცი, რომ ძალიან რთული დღეები ჰქონდა. ბათუმშივე გვინდოდა გაგვეხარებინა ჩვენი გულშემატკივარი, მაგრამ არ გამოგვივიდა. ამჯერადაც ნამდვილად ძალიან გვინდოდა, რომ ქართველი ქომაგი გაგვეხარებინა. ძალიან ბედნიერები ვართ მოგებით, დიდი ხანი ველოდით ამ მოგებას, ჩემი აზრით, დავიმსახურეთ და გამარჯვებები კიდევ წინ არის", - თქვა ოქრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა B ჯგუფში ბოლო ადგილს თავი დააღწია, კოსოვოს 4 ქულით გაუტოლდა, მაგრამ ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-4 საფეხურზე აღზევდა. ვილი სანიოლის გუნდი მომდევნო და შესარჩევ ეტაპზე ბოლო მატჩს 11 ნოემბერს, ბათუმში, შვედეთის ნაკრებთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები