Thumbnail

საქართველოს ნაკრებმა პრიშტინაში თორნიკე ოქრიაშვილისა და შესვლაზე შესრული ზურიკო დავითაშვილის გოლებით კოსოვოს ნაკრები 2:1 დაამარცხა და ამით რამდენიმე უსიამოვნო სერია შეწყვიტა. პირველ რიგში მთავარი - ეროვნულ გუნდს 2012 წლის სექტემბრის შემდეგ, როცა ოქრიაშვილის გოლით ბელარუსი 1:0 დაამარცხა, მსოფლიოს ჩემპიონატის ეგიდით მატჩი არ ჰქონდა მოგებული, არადა ზედიზედ 23 შეხვედრა ჩაატარა. გუნდმა ამ გამარჯვებით 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა, რომელიც სახიფათოდ მიუახლოვდა ანტირეკორდს (7 წაგება ზედიზედ) და ვილი სანიოლმა ოფიციალურ მატჩებში ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. 

whoscored.com-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დამარცხებული გუნდის ცენტრფორვარდი ვედათ მურიქი დაასახელა, რომელმაც გიორგი ლორიას კარში პენალტი გაიტანა - 7.5. 7-ზე მეტი ქულა მურიქის გარდა მხოლოდ გურამ კაშიამ და გიორგი წიტაიშვილმა მიიღეს - 7.1 (7.11 კაშია - 7.07 წიტაიშვილი).

საქართველოს ნაკრები. შეფასებები. whoscored

საქართველო: გიორგი ლორია - 6.7; ოთარ კაკაბაძე - 6,8; გურამ კაშია - 7.1; ლაშა დვალი - 6.3; გურამ გიორბელიძე - 6.9 - ვაკო გვილია - 6.9; ნიკა კვეკვესკი - 6.6 - საბა ლობჟანიძე - 6.8; გიორგი წიტაიშვილი - 7.1, ხვიჩა კვარაცხელია - 5.8 - თორნიკე ოქრიაშვილი - 6.9
სათადარიგოები: ზურიკო დავითაშვილი - 7.0; გიორგი ქვილითაია 6.3; ირაკლი აზაროვი 6.2; გრიგოლ ჩაბრაძე - 6.3.

საინტერესო ფაქტები

📌 საქართველოს ნაკრების მოუგებელი სერია მუნდიალზე 3 323-ე დღეს შეწყდა. 

📌 საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში 77-ე მატჩი მოიგო. აქედან მეორე ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით.

📌 თორნიკე ოქრიაშვილს ნაკრებში 13 გოლი აქვს გატანილი. მე-4 შედეგი და ყველაზე მეტი ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს შორის. ის 2 გოლით ჩამორჩება ალექსანდრე იაშვილს.

📌 ზურიკო დავითაშვილმა ნაკრებში მეორე გოლი გაიტანა (12 მატჩი).

📌 კოსოვოსთან მატჩში ნაკრებმა კარში ზუსტად 3-ჯერ დაარტყა და 2 გოლი გაიტანა - საბა ლობჟანიძის დარტყმა მცველმა თავით გამოიტანა. კოსოვოელთა მეკარეს "სეივი" არ ჰქონია.

📌 5 დრიბლინგით საუკეთესო წიტაიშვილი იყო, გვილიამ და დავითაშვილმა თითო დრიბლინგი განახორციელეს, კვარაცხელიამ - ვერცერთი. 

📌 გურამ კაშიამ 9-ჯერ გამოიტანა ბურთი სახიფათო ზონიდან და 4-ჯერ ჩაჭრა.

📌 ნიკა კვეკვესკირმა 71 პასი (85% სიზუსტე) გააკეთა, ვაკო გვილიამ - 65 (87% სიზუსტე).

კომენტარები

ბოლო ამბები